in

Bored Ape Yacht Club-მა უკრაინას მილიონი დოლარის კრიპტოვალუტა გადასცა

M2

Bored Ape Yacht Club (BAYC)-მა, მსოფლიოში უმსხვილესმა NFT კოლექციამ, მილიონი დოლარის ოდენობის Ethereum გადარიცხა უკრაინის ფონდში. ეს ნამდვილად მშვენიერი ჟესტია, თუ ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს და ეკონომიკური მხარდაჭერის მნიშვნელობას გავითვალისწინებთ…

„შთამაგონებელი იყო იმის ხილვა, რომ მთელი საზოგადოება გაერთიანდა უკრაინის მხარდასაჭერად. ჩვენ კი მილიონი აშშ დოლარის ETH შემოწირულობა გავიღეთ“, — წერს გუნდი.

საგულისხმოა, რომ უკრაინაში კრიპტოვალუტის შემოწირულობების მიღება, რუსეთის შეჭრიდან, ორ დღეში დაიწყო. თანაც, კრიპტოვალუტის სახით მიღებული დახმარება განსაკუთრებით სასარგებლოა და მათში სულ უფრო მეტი Web3 და DAO საზოგადოება იღებს მონაწილეობს. უფრო კონკრეტულად, კრიპტოს საშუალებით, ტრანზაქციების განხორციელება სულ რაღაც 5 წუთშია შესაძლებელი. ოპერაციების შესასრულებლად კი, ბანკისგან არ გჭირდებათ ნებართვის მიღება.

„ამ დროისათვის 400 000 სამხედრო კლასის რაციონი შევიძინეთ ჩვენი არმიისთვის, რადგან მათ ნამდვილად სჭირდებათ ეს. ასევე, ათასობით ტყვიაგაუმტარი ჟილეტი და სხვა დამცავი აღჭურვილობა ვიყიდეთ, რომელიც ჯარისკაცებს ყოველდღიურ ოპერაციებში ეხმარება“, — ამბობს უკრაინის ციფრული ტრანსფორმაციის მინისტრის მოადგილე, ოლექსი ბორნიაკოვი.

კრიპტოანალიტიკური ფირმა Elliptic-ის ცნობით, სამშაბათის მდგომარეობით, უკრაინამ 60 მილიონ დოლარზე მეტი შეაგროვა კრიპტოვალუტის შემოწირულობებით.

რას აქცევენ რეკრუტერები კანდიდატების შერჩევისას ყველაზე მეტ ყურადღებას?

პირველი კომპიუტერული თამაში ისტორიაში — კამათი, რომელიც კვლავ გრძელდება