in

2022 წელს ბაირაქტარის ახალ მოდელს ვიხილავთ!

თურქული წარმოების Bayraktar TB2-ის უპილოტო საფრენი აპარატები რუსეთ-უკრაინის ომის ერთ-ერთ გმირად მოგვევლინა… მის თავდასხმას ათობით ოკუპანტის სიცოცხლე და აღჭურვილობა ემსხვერპლა. ახლა კი საუბარია მის განახლებულ მოდელზე — Baykar Bayraktar TB3, რომელიც ამჟამად დამუშავებისა და განვითარების პროცესშია.

როგორც ცნობილია, სელჩუკ ბაირაქტარი TB3 მოდელს უკვე მიმდინარე წელს გამოუშვებს და მისი პირველი საფრენი დემონსტრაცია თურქეთის პირველი უნივერსალური სადესანტო გემ TCG Anadolu-თი იგეგმება. ამის შესახებ ჯერ კიდევ 2021 წლის თებერვალში თავდაცვის ინდუსტრიის პრეზიდიუმის (SSB) თავმჯდომარემ ისმაილ დემირმა განაცხადა.

მართალია, TB3 მის წინამორბედ TB2-ის პრინციპებს ეფუძნება, მაგრამ მაინც გამოიყოფა არსებითი განსხვავებები, რომლებიც ახალ საშუალო სიმაღლის მაღალი გამძლეობის უპილოტო საფრენ აპარატს გამოარჩევს. მას მცირე მანძილიდან აფრენა და დაშვება შეუძლია. ეს უკანასკნელი Tusaş Engine Industries (TEI) მიერ შემუშავებული ძრავით იქნება აღჭურვილი.

ამასთან, Line-Of-Sight და Beyond-Line-Of-Sight საკომუნიკაციო შესაძლებლობების წყალობით, Bayraktar TB3-ის მართვა ძალინ შორი მანძილიდან იქნება შესაძლებელი. თანაც, ამ უპილოტო თვითმფრინავებს ჭკვიანი სამხედრო აღჭურვილობისა და მართვადი ბომბების გადასატან გამოიყენებენ.

TB3-ის ზოგადი მახასიათებლები:

  • ფრთების სიგრძე —14 მ;
  • სიგრძე — 8.35 მ;
  • მაქსიმალური ასაფრენი მასა — 1450 კგ;
  • ტვირთამწეობა — 280 კგ;
  • მაქსიმალური სიჩქარე — 300 კმ/სთ;
  • გამძლეობა — 24+ საათი.

ღეჭვის და სუნთქვის ხმას ვერ იტანთ? — ამას ტვინის „უჩვეულო კავშირი“ იწვევს

„კლასის მასხარები“ ყველაზე ნიჭიერი მოსწავლეები არიან — კვლევა