in

2 დღე ბაზალეთზე, მარკეტინგული აუდიტი და პოზიციონირება ISO სტანდარტების მიხედვით

bazaleti_featured13-14 ივლისს ბაზალეთის სასტუმრო კომპლექსი 2 დღიან სემინარს “მარკეტინგული აუდიტი და პოზიციონირება ISO სტანდარტების მიხედვით” უმასპინძლებს, ღონისძიების ორგანიზატორია საკონსულტაციო და საინვესტიციო ჯგუფი MCI.

სემინარს თორნიკე გურული გახსნის,  საერთაშორისო ორგანიზაცია „H+S“ დამფუძნებელი და ხელმძღვანელი Friedrich W. Schrafft-ი  კი გაუძღვება თემას „მარკეტიგული აუდიტი და პოზიციონირება“.

ბატონი ფრიდრიხ შრაფტი უკვე 10 წელია საკონსულტაციო ბიზნესში მოღვაწეობს და აღიარებულია, როგორც საერთაშორისო დონის ექსპერტ კონსულტანტი,იგი ბიზნესს განვითარებისა და გაუმჯობესების საკითხებში უწევს კონსულტაციას, უზრუნველყოფს კადრების მომზადებას და მათ მონიტორინგს მსოფლიოს 37 წამყვან კომპანიაში, მათ შორისაა : Audi, Porsche, ჰიპერმარკეტების ქსელი Aldi, უმსხვილეს სამშენებლო კომპანია „The Alpine Bau Deutshland AG“ და ა.შ

სემინარის ძირითადი თემებია:

  • მარკეტინგული აუდიტი როგორც ერთ–ერთი წარმატების ფაქტორი.
  • მარკეტინგული აუდიტის კონტროლი ISO სტანდარტების მიხედვით.
  • ბრენდინგი და რეკლამის სახეები.
  • ბაზარზე კონკურენტების შეფასება, შესწავლა.
  • კომპანიის პოზიციონირება ISO სტანდარტების მიხედვით.
  • სტრატეგიული მარკეტინგის მენეჯმენტი
  • Work Shop (ერთ–ერთი წარმატებული კომპანიის მაგალითზე):

სემინარზე დასწრებით თქვენ მიიღებთ პასუხს შემდეგ კითხვებზე:

  •  რა მეთოდები გამოვიყენოთ მართვაში და როგორ მოვერგოთ მუდმივად ცვალებად ბიზნეს გარემოს;
  •  როგორი სტრატეგიით ვიმოქმედოთ ან/და როგორ შევიმუშავოთ კომპანიის სტრატეგია;
  •  როგორ განვსაზღვროთ კომპანიის მიზნები, სტრატეგია და საქმიანობა;
  •  სისტემური შემოწმება, პრობლემური საკითხების განსაზღვრისთვის;
  •   როგორ უზრუნველყოთ მარკეტინგული აუდიტის, სარეკლამო პრომოუშენ მასალების, პიარ დოკუმენტაციის, კონკურენტების განვითარებისთვის აუცილებელი წინასწარ ჩატარებული და დატესტილი სამუშაოს ფორმირება;
  •   როგორ გავზარდოთ პროდუქტის ან მომსახურების სარგებლიანობა მომხმარებლისთვის;
  •   როგორ შევქმნათ და დავამკვიდროთ კომპანიის ბრენდი;
  •   როგორ მოვიზიდოთ კლიენტი/ები და როგორ გავზარდოთ არსებული კლიენტის/ების ლოიალობა;

მონაწილეობის ღირებულება შეადგენს 500 GEL.

საფასური მოიცავს: ორი სრული დღით განთავსებას სასტუმრო კომპლექს ბაზალეთში, ტრანსპორტირებას თბილისიდან სასტუმროში და უკან, სამჯერად კვებას, საღამოს გასართობ წვეულებაზე მოსაწვევს, სერტიფიკატს ტრენერის ხელმოწერით.

რეგისტრაციისთვის დარეკეთ: 599 10-00-40, 593 42 -33 -77, [email protected]

ღონისძიების სპონსორები არიან: Marketer.ge, კასტელი, თელიანი ველი, ბაგრატიონი, ასორტი, მალინა.

მხარდამჭერები: ლიგ სტუდიო,პიარკლუბი, ჯიპა, რადიო კომერსანტი და ge.all.biz

Nokia–ს აზრით iPhone-ის მომხმარებლები “ზომბები” არიან

კოკა-კოლამ ფანების მაისურებით ანიმაციური ფილმი შექმნა