in

მოდი ბაზარი ორბელიანზე – ახალი ადგილი თბილისური ხასიათით!

თბილისში, ორბელიანის მოედანთან ახლოს, სულ ახლახან გაიხსნა ბაზარი ორბელიანზე. ტრადიციულისა და თანამედროვე სტილის ეს ნაზავი სხვადასხვა მიმართულების სივრცეს აერთიანებს და სასიამოვნო გარემოს ქმნის სტუმრებისთვის. ცოტა ხნის წინ, ორბელიანის ბაზარმა პირველი კამპანია წამოიწყო, რითაც თავი უფრო ფართო საზოგადოებას წარუდგინა. კამპანია გაცნობითი ხასიათისაა და პირველ რიგში ბაზრის სივრცეებში მიმდინარე ფუსსფუსსა და გარემოს გვაჩვენებს. ხასიათის უკეთ გადმოსაცემად სპეციალურად შეიქმნა თბილისური მოტივების მუსიკა, რომელიც კლიპს კიდევ უფრო საინტერესოს ხდის.

ვიდეორგოლი გამოჩნდა როგორც ციფრულ მედიაში, ასევე, გარე სარეკლამო პლატფორმებზე. როგორ ჩამოყალიბდა კამპანია და ვინ იმუშავა ამ ყველაფერზე – მარკეტერმა ნიკა გრიგოლიამ გვიამბო.

 

M: რა იყო კამპანიის მთავარი ჩანაფიქრი?

ბაზარი ორბელიანზე ამიერკავკასიაში პირველი და ერთადერთი გასტრონომიული პროექტია, რომელიც სამ განსხვავებულ კონცეფციას აერთიანებს. პირველ სართულზე აგრარული სივრცეა განთავსებული, სადაც საქართველოს სხვადასხვა კუთხის ფერმერებს შეხვდები, მეორეზე – მსოფლიოს წამყვანი სამზარეულოების 35-ზე მეტი კვების კონცეფციაა განთავსებული. მესამე სართულზე ტერასაა, რომელიც ყოველდღიურად მზად არის გიმასპინძლოს და ზაფხულის ცხელ დღეებში იდეალური სივრცეა განსატვირთად. ბაზარი უნიკალურია იმით, რომ აგრარული მიმართულების გარდა აქ დაგხვდება: ქართული, ესპანური, აზიური, იტალიური, ჩინური სამზარეულოები, ასევე უამრავი სახეობის კოქტეილი, ღვინო და დესერტი. ეს არის ადგილი ყველასთვის, სადაც ნებისმიერ ადამიანს შეუძლია იპოვოს მისთვის საინტერესო კუთხე. ჩვენი გუნდის ამოცანა იყო, შეგვექმნა ვიდეორგოლი, რომელშიც მაყურებლისთვის საინტერესოდ იქნებოდა გადმოცემული სამივე სივრცის უნიკალური კონცეფცია.

ვიდეორგოლის საშუალებით, ლაკონურად ვაჩვენეთ ბაზრის ხასიათი და არჩევანის მრავალფეროვნება, ის იშვიათი პროდუქტები, რომელსაც მომხმარებელი სხვაგან ვერ იყიდის და მხოლოდ ჩვენთანაა წარმოდგენილი. გვინდოდა, ამ სახით ისტორიული ბაზარი გაგვეცოცხლებინა და მთელი თავისი ხიბლით წარმოგვეჩინა. ამასთან ბაზარი ორბელიანზე რეალურად გახდა კვების მრავალფეროვანი კონცეფციების და მასშტაბური ივენთების ჩატარების უნიკალური ადგილი, რომელიც მოკლე პერიოდში საკმაოდ დიდი ინტერესი გამოიწვია. გვიხარია, რომ ამ მიმართულებით პირველები ვართ, ვინც სრულიად არასტანდარტული და ახალი მიდგომა შეთავაზა ქართველ აუდიტორიას. 

როგორც უკვე აღვნიშნე აქ ნებისმიერი ადამიანი იპოვის მისთვის საყვარელ კუთხეს, ეს არის სივრცე ოჯახებისთვის, მეგობრებისთვის, ადამიანებისთვის, რომლებიც დისტანციურად მუშაობენ გვაქვს co-working სივრცე, სადაც ამავე სივრცეში შეუძლიათ მიირთვან გემრიელი კერძები. ხოლო რაც შეეხება ბაზრის ტერასას, რომელიც უკვე ძალიან დიდი ინტერესით სარგებლობს, აღჭურვილია მაღალი ხარისხის ტექნიკით, რაც საშუალებას გვაძლევს გავმართოთ მასშტაბური ღონისძიებები. სწორედ ამ ყველაფერს აერთიანებს ბაზარი, რომლის ისტორიაც 1886 წელს იწყება.

M: როგორ ჩამოაყალიბეთ კონცეფცია და რომელი საკომუნიკაციო არხები აირჩიეთ კამპანიისთვის?

კამპანია დავიწყეთ მუსიკის თიზინგით, რომლითაც საზოგადოებას მთავარ გზავნილს ვაცნობთ „მოდი – ბაზარი ორბელიანზე“. შემდეგ, კამპანია ციფრულ მედიაში გაიშალა, ვიდეორგოლისა და პოსტების საშუალებით. მომდევნო ეტაპზე კი, გარე სარეკლამო სივრცეც ავითვისეთ.

ბაზარი 1886 წელს ჩამოყალიბდა და დღეს ახალი სიცოცხლე შეიძინა. სწორედ ამიტომ, ვცდილობთ, პატივი ვცეთ ამ მემკვიდრეობას და ახლებური მიდგომა შევმატოთ მას.
ამ მელოდიით გვსურდა, გვეჩვენებინა თბილისისთვის ჩვეული ხასიათი და განწყობა, რაც ადამიანებში ნოსტალგიურ მოგონებებს გააღვიძებდა ამას გარდა, ვიდეორგოლს გასდევს გადაძახილები, რაც ბაზრის გარემოსთვისაა დამახასიათებელი. ამან უფრო მეტი ავთენტურობა შესძინა კლიპს და ადამიანებამდე სწორედ ის გზავნილი მიიტანა, რის თქმაც ასე გვსურდა.

კამპანიის ვიზუალურ გადაწყვეტაზე არტ-დირექტორი ელენე აფციაური გვესაუბრა:

„კამპანიის ვიზუალურ მიმართულებაზე ფიქრის დროს მთავარ ინსპირაციად თვითონ ბაზრის კონცეფცია გამოიკვეთა. ის აერთიანებს როგორც ტრადიციულ, ძველებურ ესთეტიკას, ისე, სხვადასხვა ტიპის ახლებურ სივრცეებს. ამგვარმა განაწილებამ კი ძველი და ახალი ესთეტიკის შერწყმისთვის მაქსიმალურად ბუნებრივი სახის მიცემა შთამაგონა. ძველისა და ახლის ნაზავით შევქმენით პალიტრა, რომელიც მათ ჰარმონიულ წყობას გამოხატავს. წარმოვაჩინეთ მკვეთრი და ნათელი ფერები. ხაზი გავუსვით ვინტაჟისა და თანამედროვეობის კლასიკურ ნაზავს. ახალი ვიზუალური მიმართულებით, გვინდოდა, მომხმარებლისთვის გვეჩვენებინა ბაზრის უნიკალურობა, ლოკაციის მრავალფეროვნება და მათში იმ ემოციების გაღვიძება, რომელიც ჩვენთვის, ყველასთვის კარგად ნაცნობია.“

 

 

[R]

„შეიძინე ავეჯი და დაისვენე კომფორტულად” – „კომფორტერის” კამპანია მომხმარებლებისთვის

გზებზე დახატული ფერადი გამოსახულებები ავტოსაგზაო შემთხვევებს 50%-ით ამცირებს