24 დეკემბერს ბაზარი ორბელიანი პირველ დაბადების დღეს განახლებული კონცეფციით ხვდება. ერთწლიანი მოგზაურობის განმავლობაში ამ უნიკალურმა სივრცემ უკვე მოახერხა ბევრისთვის საყვარელი ადგილი გამხდარიყო.
როდესაც გაჩნდა იდეა, შექმნილიყო თანამედროვე კვების მოლი ისტორიული ბაზრის ადგილას, პრიორიტეტად დავისახეთ, რომ გაგვეერთიანებინა კვების ყველა კომპონენტი, რაც გულისხმობს ერთ სივრცეში უგემრიელესი, უმაღლესი ხარისხის კერძების მრავალფეროვნებას, საუკეთესო გარემოსა და გასართობი აქტივობების უზრუნველყოფას. ამიერკავკასიაში პირველი და სრულიად უნიკალური სივრცის შექმნის პროცესი, რა თქმა უნდა, მარტივი არ იყო და ბევრი შრომა გავწიეთ იმისთვის, რომ მომხმარებლისთვის ბაზარი განახლებული, კიდევ უფრო მასშტაბური კვების კონცეფციით წარმოგვედგინა.
კვების ჰოლში განლაგებულია 50-ზე მეტი ობიექტი, რომლებიც სტუმარს მსოფლიოს გამორჩეული და უნიკალური სამზარეულოებით მასპინძლობს, რასაც სხვაგან ერთ სივრცეში ვერ აღმოაჩენ. ტერასაზე კი თბილისის ისტორიული ხედების ფონზე სხვადასხვა, საინტერესო ღონისძიება დაგხვდება. ხშირად იგეგმება გასტრონომიული აქტივობები, როგორიცაა ღვინის დეგუსტაცია და სხვადასხვა კერძების მასტერკლასები. ამ ცოცხალ პროცესში სტუმრები ეცნობიან სხვადასხვა ღვინისა და მსოფლიო სამზარეულოების მრავალსაუკუნოვან ისტორიას.
საქმისადმი შემოქმედებითი და არასტანდარტული მიდგომებით ბაზარი ორბელიანმა შეძლო უმაღლესი ხარისხის პროდუქტი და სერვისი მიეწოდებინა მომხმარებლისვის. სწორედ ამ ინოვატორულმა მიდგომებმა შექმნა ის ატმოსფერო, სადაც შესაძლებელია არა მხოლოდ გემრიელად მირთმევა და საღამოს, მეგობრების გარემოცვაში გართობა, არამედ კომფორტულად მუშაობაც.
ჩვენი ბაზრის ისტორიაში ერთ-ერთი მთვარი ადგილი უკავია კულინარიულ მასტერკლასებს, რომლის განვითარებითაც ვთლით, რომ ჩვენს წვლილს შევიტანთ ქართული კულტურისა და სამზარეულოს პოპულარიზაციასა და ცნობადობის ამაღლებაში, როგორც ქვეყნის მასშტაბით ისე მის ფარგლებს გარეთ.
განვლილ ერთ წელს ბაზრის გენერალური დირექტორი, ვერა ტაბიძე ასე აფასებს:
გასული წელი სავსე იყო გამოწვევებით, მაგრამ შრომისმოყვარეობის, თავდადებისა და ჩვენი მომხმარებლების მხარდაჭერის წყალობით შევძელით ჩამოვყალიბებულიყავით ისეთ გუნდად, რომელიც ყოველთვის მზადაა სიახლეების მისაღებად. ყველაზე ღირებული რამ, რაც ბაზარმა გასული წლის განმავლობაში შეიძინა, არის ის ურთიერთობები, რომლებიც მომხმარებლებთან დავამყარეთ და გულწრფელად ვაფასებთ იმ გამოხმაურებასა და მხარდაჭერას, რომელსაც მთელი ამ დროის განმავლობაში ვგრძნობდით.
ბოლოს კი, თამამად შემიძლია ვთქვა, რომ მზად ვართ საუკეთესო გამოცდილებების შესაქმნელად და გრძელვადიანი და საიმედო ურთიერთობის შესანარჩუნებლად. გასტრონომიული თავგადასავლების მოყვარულებს ბაზარი გპირდებათ, რომ აქ შეძლებთ მთელი მსოფლიოს გამორჩეული სამზარეულოების დაგემოვნებას ერთ სივრცეში.
[R]