in

ნახეთ: როგორ გარდაიქმნა ბაზილიკა რენესანსიდან კიბერპანკამდე

შესაძლოა, კიბერპანკისა და ტრადიციული რენესანსის არქიტექტურის შერწყმა წარმოუდგენლადაც კი გეჩვენებოდეთ, მაგრამ ფოტოგრაფმა და არტ დირექტორმა აიშიმ ეს ნამდვილად მოახერხა… Red Lights: Vatican წმინდა პეტრეს ბაზილიკას წითელ და ცისფერ ტონებს მატებს და მის ესთეტიკას რენესანსიდან კიბერპანკში გარდაქმნის. 

ბაზილიკის ორნამენტები ახლებურად არის გააზრებული, ძველი ნათებების ნაცვლად, სამეცნიერო ფანტასტიკის ესთეტიკა LED განათებებით არის მიღწეული. მე-16 საუკუნის არქიტექტურასთან წითელი და ცისფერი ფერების შეხამება საოცარ კონტრასტსაც ქმნის. ხოლო თუ ტექნიკური მხარე გაინტერესებთ, ფოტოგრაფი კადრებს Sony A7RIII-ით იღებს, განათებებს კი Adobe Lightroom-ით ცვლის. 

საინტერესოა ისიც, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა აიში ფოტოგრაფიას კონკრეტული სივრცის ახლებური აღქმისთვის იყენებს. ვატიკანის ბაზილიკამდე მან იაპონიის ქალაქებს შეუცვალა ფერი…

Netflix რუსეთში თავის სერვისებს აჩერებს

ევროკავშირი რუსეთთან სამეცნიერო თანამშრომლობას წყვეტს