in

bazzar, ბუტიკ-სასტუმრო ორბელიანზე, რომელიც კლასიკისა და თანამედროვეობის სინთეზს ქმნის

“სმარტ კაპიტალ ჯგუფის” სტუმარმასპინძლობის ინდუსტრიას დიზაინ სასტუმრო Bazzar-ი შეემატა

თბილისის ერთ-ერთ ძველ და უნიკალურ უბანში, კერძოდ, ორბელიანის მოედანზე, რომელიც წლების განმავლობაში მოგზაურების, ვაჭრებისა და სამხედრო პირების თავშეყრის ადგილი იყო, ბუტიკ-სასტუმრო Bazzar გაიხსნა. სწორედ ამ ისტორიული ფონის გათვალისწინებით მოდის სახელწოდებაც, რადგან სიტყვა “ბაზარი” სპარსული წარმოშობისაა და კომერციულ მნიშვნელობებთან ერთად, ახალი გამოცდილებების აღმოჩენასა და გაზიარებასაც ნიშნავს.

სასტუმროს დიზაინი და ინტერიერი თანამედროვე და ინოვაციურია, აქ განლაგებული ოთახების ვიზუალი თბილისის მდიდარი და ეკლექტური ისტორიით არის ნაკარნახევი, თუმცა, ამავდროულად, თანამედროვეობასაც ეხმიანება და ახალ სინთეზებს ქმნის. სასტუმროს კონცეფცია მეგობრობაზე, ახალ ურთიერთობებსა და ახალი ადამიანების აღმოჩენაზეა დაფუძნებული, ამიტომ აქ შეხვდებით ბარ-რესტორანსაც, რომლის ინტერიერიც, სასტუმროს ოთახების დიზაინის გაგრძელებაა და მისით სარგებლობა არა მხოლოდ bazzar-ის სტუმრებს, არამედ ნებისმიერ ადამიანს შეუძლია. 

 

სასტუმროს დიზაინზე ეკა ჩიჩუა და ნინო ნოზაძე მუშაობდნენ.

აღსანიშნავია, რომ ამ ეტაპზე, „სმარტ კაპიტალ ჯგუფი“ სხვადასხვა კონცეფციისა და კატეგორიის პროექტებს აერთიანებს, როგორც თბილისში, ასევე კახეთში, კერძოდ შილდასა და სიღნაღში.

აი, როგორ მუშაობს ანალიტიკოს-დეველოპერი

ულტრათანამედროვე მოტოციკლი “ტექნიკური მხედრებისთვის” შეიქმნა