მაღალი ურბანიზაციის დონე ქალაქში ავტომობილების მკვეთრ ზრდას იწვევს, ამიტომ საცობები და გზების გადატვირთულობა დღევანდელი რეალობის განუყოფელი ნაწილია.
ყოველდღიურად უამრავი ადამიანი გადაადგილდება როგორც ავტომობილით, ასევე საზოგადოებრივი ტრანსპორტით. სამუშაო დღეებში თითქმის ყველა ქუჩა – მთავარი თუ მეორეხარისხოვანი, ძალიან გადატვირთულია. ასეთ მოძრაობაში ავტომობილის მართვა დაკავშირებულია სხვადასხვა სახის დისკომფორტთან. შექმნილი უხერხულობის უმთავრესი გამომწვევი მიზეზი არა მხოლოდ მოძრაობის წესების დარღვევაა, არამედ ეთიკური ნორმების უგულებელყოფა.
რა კავშირშია ავტომობილის მართვა ეთიკასთან
ჩვენი ბევრი ნაცნობი, კოლეგა და მეგობარი ქალაქში ტრანსპორტირებისთვის იყენებს ავტომობილს. მათაც, როგორც ყველას, აწუხებთ და უხერხულობას უქმნით მართვისას შექმნილი უწესრიგობა. არსებული რეალობის შესახებ ხშირად საუბრობენ, გამოხატავენ წუხილსა და უკმაყოფილებას.
უცნაურია, თუმცა, როგორც კი საჭეს მიუსხდებიან, ხშირია მათი ქცევის ტრანსფორმაცია…
რა იწვევს მათი ქცევის ცვლილებას
ბაზისბანკის შვილობილი სალიზინგო კომპანია ბბ ლიზინგი აქტიურად აფინანსებს ავტომიმართულებას, ამიტომ სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში პრიორიტეტად ისახავს საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი საკითხის საინტერესო და დამაფიქრებელი გზით წარმოჩენას.
ბბ ლიზინგის ახალი კამპანია მართვის ეთიკის შესახებ ერთგვარი „გამოძახილია“ იმ პრობლემისა, რომელსაც თითოეული მოსახლე ყოველდღიურად უსწორებს თვალს.
იხილეთ ვიდეო











