in

კვადრატული თვალების მქონე ბიჭი BBC-ის კრეატიულ რეკლამაში

ციფრული ეკრანი, როგორც ადამიანის განვითარების ხელსაწყო

ადამიანების უმეტესობა, ვინც ინტერნეტის ეპოქაში გაიზარდა, კარგად იცნობს ურბანულ მითს, რომ დიდი ხნით ეკრანთან გატარებული დრო „თვალების კვადრატულ ფორმას გამოიწვევს“. თუმცა რეალობა ნამდვილად სხვაგვარია — ჯერ კიდევ დაუსრულებელი დებატები მიდის იმასთან დაკავშირებით, თუ სინამდვილეში როგორ მოქმედებს ციფრული ცხოვრება როგორც ჩვენს განვითარებაზე, ისე ფიზიკურ ჯანმრთელობაზე.

მაგალითად, We Are Pi-სა და Human.dev-ის 2021 წლის მოხსენებამ აჩვენა, თუ როგორ შეიძლება ეკრანების სწორად გამოყენება, რათა ბავშვების განვითარებაში დადებითი წვლილი შეიტანოს ტექნოლოგიამ. BBC-მ სწორედ ამასთან დაკავშირებით გადაიღო უახლესი ვიდეორგოლი, რომელიც ეკრანებთან გატარებული დროის შეფასებას უკავშირდება და მშობლებს არწმუნებს, რომ პასუხისმგებლობით გამოყენების შემთხვევაში, ციფრული ტექნოლოგიები შეიძლება სასარგებლო იყოს ბავშვებისთვის.

60-წამიანი რეკლამა პატარა ბიჭზე გვიამბობს, რომელსაც კვადრატის ფორმის თვალები აქვს, ზემოხსენებული მითის სიმბოლური ვიზუალიზაციისთვის… სიუჟეტის განვითარებით, რეჟისორი გვიჩვენებს, როგორ შეუძლია საინტერესო და ინფორმაციულ კონტენტს ადამიანებისთვის სასარგებლო ცოდნის მიცემა, იდეების გამოხატვის შესაძლებლობის და კომუნიკაციური უნარების განვითარება. ერთ-ერთ სცენაში იუმორისტული სიზუსტით ისიც კია ნაჩვენები, რომ გაზეთებს მიჯაჭვული „ძველი თაობა“ უსაფუძვლოდ აკრიტიკებს ბიჭს, რომელიც უბრალოდ განსხვავებული გზით იღებს ანალოგიურ ინფორმაციას…

რა ხდება, როცა Macbook-ს გპარავენ? — Apple-ის თრილერი

რას ვრისკავთ მანქანის ამერიკიდან ჩამოყვანისას