ზაფხულის ბოლო დღიდან BBC World News-მა ალმათის სარეკლამო რგოლის ჩვენება დაიწყო. 30 წამიან ვიდეორგოლში “Almaty for more than 1000 years and counting” ალმათის 1000 წლიანი განვითარების ისტორია თქვენს თვალწინ ჩაირბენს. ვიდეორგოლის მთავარი გმირი ახალგაზრდა გოგონაა, რომლის ფონზე ქარავნები და თანამედროვე ქალაქი ერთმანეთს ენაცვლება.
როგორც ვიდეო გვიამბობს, ესაა ქალაქი, სადაც გული უფრო სწრაფად გიძგერს და შენი ოცენებები რეალობად იქცევა. ბუნებრივია, ჩანაფიქრის მიხედვით, რეკლამამ უნდა აღძრას ამ ქალაქის სტუმრობის სურვილი. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი ღირსშესანიშნავი ადგილი არ არის ნაჩვენები ვიდეორგოლში, ყაზახეთის უმსხვილესი ქალაქი, მაინც მომხიბლველია. გაითვალისწინეთ, იგი ყველაზე ძვირ ქალაქთა სიაშია მოხვედრილი.