BBC Bitesize-ის ახალი კამპანია ინტერნეტ სივრცეში გავრცელებულ დეზინფორმაციას ეხება, რომელიც უამრავ პრობლემას იწვევს როგორც მცირეწლოვან ბავშვებში, ისე ზრდასრულებში.
კამპანია, სახელწოდებით Don’t Learn Off Randoms, ბრიტანეთში გამოცდების პერიოდს დაემთხვა, რათა მოსწავლეებს შეახსენოს, რომ ინტერნეტში მოპოვებული მასალა ყოველთვის რელევანტური არ არის. ამის მიზეზი კი ერთია: ონლაინ სივრცეში უამრავი არასანდო ვებგვერდი არსებობს, რომლებზე განთავსებული ინფორმაციაც ყალბია და მცდარ ინფორმაციებს ეფუძნება.
„BBC-ში გვჯერა, რომ ვალდებულები ვართ, ბავშვები დეზინფორმაციისგან დავიცვათ. ისინი შემთხვევით აღმოჩენილ პლატფორმებზე არ უნდა იღებდნენ ინფორმაციას მათგან, ვისაც სჯერა, რომ დედამიწა ბრტყელია ან იუნიქორნების არსებობს ამტკიცებს“, — აცხადებენ კომპანიაში.