in

BBC კლიმატის ცვლილების გავლენას გვახსენებს — ახალი კამპანია

თუ ზემოთ მოცემულ სურათს დააკვირდებით, მიხვდებით, რომ ლონდონის რუკა ამჯერად იმაზე უფრო ქაოტურია, ვიდრე ოდესმე ყოფილა… BBC თავის ახალ ვიდეორგოლში იმ გამოწვევებს უსვამს ხაზს, რომელთანაც გამკლავება პლანეტის გაყინულ რეგიონებს უწევს, გლობალური დათბობის გამო. ასევე, კამპანია გვახსენებს, როგორ იმოქმედებს ზღვის მაღალი დონე ჩვენს საცხოვრებლებზე — ამისათვის კი კომპანია ადიდებულ მდინარე ტემზას გვაჩვენებს. 

შემდეგ კი არქტიკის სატელიტურ სურათს ვხედავთ, რაც დევიდ ატენბოროს ბოლო ეპიზოდზე მიუთითებს. მსგავსად კი, ხაზს უსვამენ ფაქტს, რომ არქტიკულ რეგიონებში ყინულის დნობა ერთ დღეს ყველა ჩვენგანზე იმოქმედებს. 

აღსანიშნავია ისიც, რომ ვიდეო BBC One-ის მარკეტინგის უფროსი ხელმძღვანელის ფეი ჯონსის ხელმძღვანელობით შეიქმნა.

LISI Vibes – ასეთი იყო მუსიკალური დღესასწაულის პირველი სეზონი

მსოფლიო ბრენდების პროდუქტის ბაზარზე გამოჩენის ყველაზე უჩვეულო შემთხვევები