in

BBC, Doctor Who-ს პოპულარიზაციისთვის, AI ექსპერიმენტს ატარებს

BBC-ის Doctor Who-ს სამეცნიერო-ფანტასტიკური სერიები თავისი გალაქტიკათაშორისი თავგადასავლებით კია ცნობილი, მაგრამ მისი ბოლო მოგზაურობა ცოტათი უფრო ახლოს იქნება სახლთან — აქ ხელოვნური ინტელექტის სამყაროს გვაცნობენ… პირდაპირ გეტყვით, BBC-მ გადაწყვიტა, გენერაციულ AI-ს მიმართოს, რათა შოუსთვის მარკეტინგული მასალები შექმნას.

პროცესი დაახლოებით ასე წარიმართება: ადამიანებისგან შემდგარი პერსონალი დაწერს თავდაპირველ მარკეტინგულ ქოფის, შემდეგ კი AI კომპანიონი სხვადასხვა ვარიაციას შესთავაზებს მათ. ხოლო მიღებული შედეგი მარკეტინგის გუნდს გადაეცემა მანამ, სანამ მაყურებელთა ეკრანებზე აღმოჩნდება. 

AI-ს ელ.ფოსტების შესადგენადაც გამოიყენებენ, შეტყობინებებისა და BBC Search-ის შედეგების აღწერილობებისთვისაც, როგორც ექსპერიმენტის ნაწილი, რათა ნახონ, თუ როგორ შეიძლება გამარტივდეს მაუწყებლის ციფრული მარკეტინგის სტრატეგია. მიზანი ახალი კონტენტის შექმნაა იმ გზით, რომელიც აუდიტორიასთან რეზონანსული იქნება. ვარაუდობენ, რომ ეს მათ უკეთესი A/B ტესტირების გაკეთების საშუალებასაც მისცემს.

ექსპერიმენტები ის არის, რა გზითაც ჩვენ მარკეტინგს ვუყურებთ BBC-ში. ტესტირებები და სწავლა იმისა, თუ როგორ ვრთავთ აუდიტორიას ნებას, გაიგონ, რომელი BBC კონტენტია მათთვის ყველაზე რელევანტური და ის, რომ ვიცით, რა შეიძლება მოეწონოთ მათ, ჩვენი ციფრული მარკეტინგული სტრატეგიის ცენტრშია მოქცეული. თუმცა, როგორც წესი, მარკეტინგში ექსპერიმენტები შემოქმედებით მხარეზე უფრო მეტი დროის დახარჯვას მოითხოვს, რათა დამატებითი აქტივები მივიღოთ. გენერაციული AI კი შესანიშნავ შესაძლებლობას გვთავაზობს, რომ ამ დამატებითი აქტივების მიღების პროცესი დავაჩქაროთ, — აცხადებს დევიდ ჰაუსენდი, BBC-დან.

და რატომ Doctor Who? ამას ორი მიზეზი აქვს — პირველი, BBC-ის სრული კონტროლი აქვს პროექტზე და მეორე, დროში მოგზაურობა, უცხოპლანეტელებთან შეხვედრა თუ Doctor Who-ის AI თემები მას იდეალურ საცდელ სივრცედ აქცევს AI-ის საპილოტე პროგრამისთვის.

ამ ტექნოლოგიური ექსპერიმენტის წარმატება კი ინდუსტრიის სტანდარტებით გაიზომება, რაც კლიკებსაც მოიცავს, რათა ნახონ, რამდენად მიიზიდავს ახალი მარკეტინგული მასალები Doctor Who-ს პოტენციურ მაყურებლებს. მეტი გამჭვირვალობისთვის BBC მომხმარებლებს AI-ის მიერ გენერირებულ ყველა კონტენტზე შესაბამისი ნიშნით აუწყებს… 

ნახეთ: უეს ანდერსონის ფილმის ახალი თრეილერი

სავარაუდოდ, TikTok ფოტოების აპლიკაციას უშვებს