2017 წელს, ანალიტიკოს რობერტ კელის ჩართვა BBC-ზე ერთ-ერთ ყველაზე გამოხმაურებად ვიდეოდ იქცა. ამ ამბავზე ბევრი ხუმრობა დაიწერა და არაერთი მიმიც შეიქმნა. ვინ იფიქრებდა, რომ სამი წლის შემდეგ, მის მდგომარეობაში უამრავი ჩვენგანი აღმოჩნდებოდა, Zoom ვიდეოკონფერენციის დროს. რობერტ კელის ვიდეოს ასეთმა მასშტაბურმა გამოხმაურებამ მას სარეკლამო ინდუსტრიისკენ გაუხსნა გზა. Twitter-ის რეკლამაში, რობერტ კელი სოციალური ქსელის ახალ ფუნქციებზე საუბრობს, რაც ვიდეოჩართვისას დისკომფორტს აგარიდებთ თავიდან.
As someone who knows something about interruptions, we asked #BBCdad @Robert_E_Kelly to help us talk about Twitter’s conversation settings, which give brands more control over the conversations they start. https://t.co/i5eC2qEyRf pic.twitter.com/RSvqqpIyjT
— Twitter Marketing UK (@TwitterMktgUK) November 17, 2020
აქვე, გავიხსენოთ ვიდეო, რომლის შემელმაც მსოფლიო რობერტ კელიზე აალაპარაკა.













