in

BBC-მ ლონდონის მეტროსადგური „მწვანე პლანეტად” გადააქცია

სერ დევიდ ატენბოროს უახლესი ხუთნაწილიანი სერიის პოპულარიზაციისთვის, BBC Creative-მა, ლონდონში Green Park-ის გადატვირთული მეტროსადგური „მწვანე პლანეტად” გადააქცია.

BOG

ეკრანებზე გამოსვლისას, „მწვანე პლანეტა”, მცენარეთა ურთიერთდაკავშირებული სამყაროს შესასწავლად, კამერის ინოვაციურ ტექნოლოგიას იყენებდა. ატენბორო კი აუდიტორიას მათ ფარულ ცხოვრებაში ამოგზაურებდა. შესაბამისად, კამპანია „მოგესალმებით მათ სამყაროში” სხვა სამყაროს მცენარეების ცხოვრების სერიათა სპექტრს აჩვენებს.

Green Park-ის სადგურის ყველა პლაკატზე ნაჩვენებია მცენარეების გამოსახულებები სერ დევიდ ატენბოროს სერიებიდან. დაწყებული ხორცისმჭამელი წყალქვეშა სიცოცხლის ფორმებიდან, დამთავრებული ჰუმანოიდული უდაბნოს კაქტუსებით.

პლაკატები ორ ციფრულ ეკრანზეც ჩნდება, რომლებიც აჩვენებენ სერიების თრეილერს. გარდა ამისა, Green Park-ის პლატფორმის ნიშნები დროებით „მწვანე პლანეტად“ შეიცვალა. 

„კამპანიის „მოგესალმებით მათ სამყაროში“ მიზანი იყო სერიის ყველაზე განსხვავებული სამყაროს მცენარეების ჩვენება მაქსიმალურად სიღრმისეული გზით. ასე რომ, ლონდონის საკულტო მეტროპოლიტენის ნაწილის ხელში ჩაგდება, ჩვენი აუდიტორიისთვის, მათი სამყაროს გასაცნობად, საუკეთესო შესაძლებლობას წარმოადგენდა “- განაცხადა სტიუარტმა, Gittings, BBC Creative-ის შემოქმედებითმა ხელმძღვანელმა.

ბოლო წლების განმავლობაში, BBC Creative პერფორმატიული OOH (Out of home) ანუ გარე რეკლამების შესრულებებით გამოირჩეოდა. 2021 წლის დასაწყისში მან, საკუთარ ბილბორდზე ცეცხლის წაკიდებით, აჩვენა თუ როგორი დამანგრეველი ძალა აქვთ ადამიანებს პლანეტაზე.

იმავდროულად, სისხლიანი დეტალებისა და ჩრდილების ხელოვნებით, მისი ჯილდოს მფლობელი დრაკულას ბილბორდზე, დაღამებისას, ვამპირის სახის სილუეტი იქმნებოდა.

კვლევა — სენსორულ ეკრანებში გრაფენის გამოყენება იგეგმება

Actopel-ის მულტიფუნქციური დურბინდით 40-ჯერ უფრო ახლოდან დაინახავთ