in ,

მშობლის მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია! – BBC One-ის ემოციური საახალწლო ანიმაცია

დღევანდელ ქაოსურ სამყაროში, სადაც მშობლების სამუშაო გრაფიკი სრულიად უკონტროლოა და სურვილის მიუხედავად, შვილებთან გასატარებლად საკმაოდ ცოტა დრო აქვთ, ყველაზე მნიშვნელოვანი და ღირებული ამ დროს მათი ყურადღების მიღმა რჩება. სწორედ, ამ ემოციურ რეალობას აღწერს BBC One-ის ახალი ანიმაციური სარეკლამო ვიდეორგოლი. The Supporting Act, ამ სახელწოდებით გავრცელებული 2 წუთიანი ვიდეო პატარა, ნიჭიერ მოცეკვავე გოგონაზე და თავის მუდამ სამსახურეობრივი მოვალეობებით დატვირთულ მამაზეა. გოგონა სკოლაში საახალწლოდ გამართული ტალანტების შოუსთვის ემზადება და ცდილობს თავის მღელვარებაში მამაც ჩართოს, თუმცა, ეს უკანასკნელი დროს და ენერგიას შვილის ბედნიერების გასაზიარებლად სამწუხაროდ, ვერ პოულობს. მიუხედავად ყველაფრისა, მამა-შვილის ურთიერთობას საკმაოდ ბედნიერი და მნიშვნელოვანი გაგრძელება აქვს, რაც შეიძლება ნებისმიერი მშობლისთვის კარგი მოტივაციაც აღმოჩნდეს.

 

„შეუძლებელია, დიზაინერის პროფესიას ეგოისტურად მიუდგე“

კიდევ ერთი სევდიანი დღე! ანუ როგორია ახალი წელი მარტოხელა მოხუცებისთვის – Age UK-ის ვიდეორგოლი