in

ნახეთ: კვამლში გახვეული ბილბორდი, რომელიც კლიმატურ ცვლილებაზე დაგვაფიქრებს

“იდეალური პლანეტა, მაგრამ როდემდე?”

BBC One-ის  ხუთნაწილიანი სერიალი “ვარსკვლავები” უკვე შეგიძლიათ, iPlayer-ზე ნახოთ. ის ასახავს დედამიწის ბუნებრივ ძალებს და მათ ერთობლივ მუშაობას “იდეალური პლანეტის” შესაქმნელად. პირველი ოთხი ეპიზოდი მოიცავს ინფორმაციას ვულკანების, მზის, ამინდისა და ოკეანეების შესახებ, მეხუთე კი, “ახალ დომინანტ ძალაზეა” ფოკუსირებული – ეხება რა ადამიანის გარემოზე გავლენას.

მეხუთე ეპიზოდის შესახებ ბუნების ისტორიკოსი, დევიდ ეტენბორო ამბობს – “ეს ჩვენი დროის ყველაზე მნიშვნელოვანი ამბავია”.

პროექტის ფარგლებში, ქუჩაში რამდენიმე თემატური პოსტერიც იყო განთავსებული, თუმცა ერთი მათგანი ყველაზე მეტად გამოირჩეოდა თავისი კრეატიული გადაწყვეტით თუ შთამაგონებელი იდეით. “გიგანტური” ბილბორდი BBC Creative-ის შემოქმედებით სააგენტოს ეკუთვნის და ის დოკუმენტური სერიალის ფარგლებს გარეთაც, დამოუკიდებლად ამახვილებს ჩვენს ყურადღებას პლანეტის ამჟამინდელ მდგომარეობაზე.

“იდეალური პლანეტა, მაგრამ როდემდე?” – თავდაპირველად მხოლოდ დადებითი კონტექსტი ჩნდებოდა, შემდეგ კი რამდენიმე წამის ინტერვალით დამაფიქრებელი შეკითხვა “მაგრამ როდემდე?”… ამისათვის კომპანიამ დროებითი და ყალბი ცეცხლი გამოიყენა, რასაც თან ერთვოდა ეკოლოგიურად სუფთა კვამლი. ეს არის გამოხატულება იმისა, თუ როგორ საზიანო ადგილად ვაქცევთ ჩვენს პლანეტას, ვანადგურებთ მას და ვწამლავთ საკუთარ თავებს.

“იდეალური პლანეტა ასახავს, როგორ მოქმედებს ჩვენი ცოცხალი პლანეტა, მაგრამ ასევე გვაფრთხილებს, რა ზიანისა და შედეგების წინაშე აღმოვჩნებით, თუ ახლავე არ დავიწყებთ მოქმედებას. ჩვენი კამპანია მიზნად ისახავს, მხარი დაუჭიროს ამ აზრსა და შეგრძნებას. ამისათვის კი “შოკის ტაქტიკას” ვიყენებთ” –  აცხადებს BBC Creative.

კომპანიის მარკეტინგის ხელმძღვანელის, კრის ჰუპერის თქმით კი, მსგავსი ქმედება აუცილებლად მიიპყრობს ყურადღებას, ადამიანებს დააფიქრებს კლიმატური ცვლილებების მნიშვნელობაზე და გაუჩნდებათ სურვილი, უფრო საფუძვლიანად გაეცნონ პლანეტის ამჟამინდელ მდგომარეობას.

Scoot Scoot: “ვისაც ჩვენი კომპანია აინტერესებს, პირდაპირ მოგვწეროს, კადრები გვჭირდება ყველა მიმართულებით”…

UEFA და TikTok დაძმობილდნენ! ევროპის ჩემპიონატის მთავარი პარტნიორი ვიდეოგაზიარების აპლიკაცია იქნება