24
Jan
2018

შთამბეჭდავი გამოსვლები, რეკორდები და დაუვიწყარი ექსტრემალური სანახაობა – BBC ოლიმპიური თამაშებისთვის ემზადება

24 Jan 2018



ზამთრის ოლიმპიური თამაშების დაწყებას მთელი მსოფლიო დიდი ინტერესითა და მღელვარებით ელის. ახალი სახეები, შთამბეჭდავი გამოსვლები, მორიგი რეკორდები და დაუვიწყარი ექსტრემალური სანახაობა, ამ ყველაფერს 9 თებერვლიდან სამხრეთ კორეა უმასპინძლებს. სპორტული მოვლენის დაწყებას საზოგადოებაზე არანაკლები აღტაცებით ელის სხვადასხვა სამაუწყებლო კომპანია. მაგალითად, BBC-მ, ახლახან, სააგენტო Y&R-ის მიერ მომზადებული ანიმაციური სარეკლამო ვიდეორგოლი წარმოგვიდგინა და კიდევ ერთხელ შეახსენა მაყურებელს, რომ ზამთრის ოლიმპიური თამაშების შეუფერხებლად, მაღალი ხარისხით ტრანსლირებაზე ზრუნვა ახლა მისი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია.

 

განხილვა