1989 წელს ნიკ პარკმა Creative Comforts დანერგა — დოკუმენტურ სტილში გადაღებული ვიდეორგოლები, რომელთა მთავარ გმირებსაც თიხისგან შექმნილი ცხოველები წარმოადგენდნენ. ხოლო გახმოვანებაზე რეალური მსახიობები ზრუნავდნენ მეტი ეფექტურობისთვის. იმ დროისთვის ეს საკმაოდ ინოვაციური იყო და მალევე გავრცელდა სარეკლამო ინდუსტრიაში. ახლა კი BBC Creative-მა, Aardman-ის სტუდიასთან თანამშრომლობით, თავის უახლეს კამპანიაში დააბრუნა, სახელწოდებით „Things We Love“.
ისევე, როგორც ადრე, ვიდეორგოლებში ადამიანების ხმებია გამოყენებული; ხოლო მთავარ გმირებად თიხის ცხოველები გვევლინებიან. „ამ ტიპის ანიმაციის ჯადოსნობა და სიხარული ის არის, რომ ყველა დიალოგი სცენარის გარეშე მიმდინარეობს; თითოეული მათგანი რეალურ საუბრებზეა დაფუძნებული. და სწორედ აქედან მოდის სითბო, იუმორი თუ თხრობითობა“, — აღნიშნავენ BBC-ში,