9
Oct
2018

ცნობილი მსახიობები შეურაცხმყოფელი მეტსახელებით! – კამპანია #DefyTheName ბულინგის წინააღმდეგ

9 Oct 2018

Elit Electronics


ბულინგი თანამედროვე მსოფლიოს პრობლემაა. ადამიანებს შეუძლიათ, სრულიად დაუფიქრებლად, მოუძებნონ დამამცირებელი ეპითეტები მათ, ვისაც ახლოს არც კი იცნობენ. ამის შესახებ, ჯერ კიდევ ერთი წლის წინ, მონიკა ლევინსკიმ და BBDO-მ ერთობლივი ნამუშევარი წარმოადგინეს, რომელსაც მარკეტერის მკითხველი უკვე იცნობს. ამ კამპანიამ Emmy-ს დაჯილდოებაზე დიდი მოწონებაც დაიმსახურა. წელს კი, სოციალური აქტივობა გაგრძელდა ჰეშთეგით #DefyTheName. ეს სოციალური ვიდეორგოლი გვიყვება ცნობილ ადამიანებზე, რომლებსაც ინტერნეტით შეურაცხყოფდნენ დიდებიც და პატარებიც, მათ კი ამ ტკივილის გადალახვა შეძლეს. კამპანია მოუწოდებს ცნობად სახეებს, სოციალურ ქსელებში (და არამხოლოდ) მათი სახელების ნაცვლად, დაწერონ ის სიტყვები, რითაც მათ ბულერები მოიხსენიებდნენ.

 

“ბულინგი იზოლაციის განცდაა, რაც ახალგაზრდებისთვის განსაკუთრებულად მტკივნეულია, რასაც მოსდევს მიტოვებულობის შეგრძნება, თავდაჯერებულობის ვარდნა და ხშირად, უარეს შედეგებამდეც მივყავართ,” – ამბობს ლევინსკი, რომელმაც საკუთარი სახელი Twitter-ზე ამ ფრაზით შეცვალა: “Monica Chunky Slut Stalker That Woman Lewinsky”.

 

 

განხილვა