in

პოსტერები, რომლებიც მეხსიერების პრობლემებს გამოხატავს

ადამიანთა დიდ ნაწილს აწუხებს მეხსიერების პრობლემები, თუმცა ზოგიერთი ჩვენგანისთვის ეს გაცილებით საგანგებო სირთულეებთანაა დაკავშირებული, ვიდრე უბრალოდ იმის დავიწყებაა, „სად დავდეთ მანქანის გასაღები“. სარეკლამო სააგენტო BBDO Germany-მ სწორედ ამასთან დაკავშირებით შექმნა პოსტერების სერია, რომელიც მძაფრად ასახავს ალცჰაიმერის მქონე ადამიანების „მეხსიერებადაკარგულ რეალობას“.

BOG

პოსტერების სერია რამდენიმე წლის წინ გამოქვეყნდა და რამდენიმე ჯილდოც კი მოიპოვა, თუმცა ალცჰაიმერის დაავადებასთან დაკავშირებული ცნობიერების ამაღლების ფარგლებში, კვლავ აქტუალური გახდა. ფაზლებისგან არასწორად აწყობილი ფიგურები სიმბოლურად გამოხატავს იმას, თუ გონებაში როგორ ხედავენ ალცჰაიმერის მქონე პირები საყვარელ ადამიანებს — როგორ იშლება მოგონებები ბუნდოვან, არალოგიკურ ნაწილებად.

BBDO Germany განმარტავს, რომ სახის ამოცნობის გართულება და მეხსიერების ნელ-ნელა წაშლა დაავადების პროგრესირებასთან ერთად მძაფრდება. ამ მდგომარეობას კი შეუძლია, პაციენტები მარტოსულ, იზოლირებულ სამყაროში მოაქციოს, რადგან ურთიერთობებზეც ცუდად ზემოქმედებს. „სანუკვარი ურთიერთობები გადაუჭრელ თავსატეხებად იქცევა, მოგონებები ნაწილებადაა დაფლეთილი და მათ შეკვრას ვერ ახერხებენ“.

გავიხსენოთ ვიდეორგოლიც:

Futuri მსოფლიოში პირველ AI რადიოს გვთავაზობს

გლობალური ბრენდების მედია პარტნიორი, Starcom Georgia, თანამშრომლობასა და პროექტებზე გვიყვება