ყველა ეპოქას თავისი შთაგონების წყარო ჰყავს. კითხვაზე “რა გსურს გამოხვიდე?” ბავშვები ხშირად ამბობენ, რომ სურთ გახდნენ ასტრონავტები, ფეხბურთელები, მრბოლელები, მეხანძრეები. არჩევანისას ისინი ფიქრობენ იმ ადამიანებზე, ვინც მათ შთააგონებს. ბოლო დროს, ასეთ ადამიანებად, უდავოდ, სამედიცინო მუშაკები გვევლინებიან – ისინი, ვინც საკუთარი სიცოცხლის სანაცვლოდ ებრძვიან Covid-19-ს. პანდემია მთელი თაობისთვის პროფესიული შთაგონების წყაროდ იქცა. ამ საკითხს ბრაზილიურმა სადაზღვევო კომპანიამ და სააგენტო BBDO, Brazil-მა კამპანია მიუძღვნეს და გვაჩვენეს ათწლეულების შთაგონება 1940-იანი წლებიდან დღემდე.