23
Apr
2013

BBDO-ს სტრატეგიული დაგეგმარების დირექტორი თბილისში!

23 Apr 2013

Elit Electronics
Elit Electronics


საერთაშორისო სარეკლამო კომპანია BBDO მოსკოვის, სტრატეგიული დაგეგმარების დირექტორი, ნატალია ჩუიჩი საკუთარ გამოცდილებას ქართულ აუდიტორიას გაუზიარებს. 8 – 11 ივნისს შეხვედრებს “ჯიპა” უმასპინძლებს. ღონისძიების ოფიციალური მარკეტინგული პარტნიორია Marketer.ge.
bbdo

ნატალია ჩუიჩი  სარეკლამო ბიზნესში 1995, სტრატეგიული დაგეგმარების კუთხით კი 2001 წლიდან მუშაობს. სხვადასხვა დროს მუშაობდა ისეთ კომპანიებში როგორიცაა: Grey, McCann-Ericksson, Young&Rubicam, Lowe Adventa.

ოთხ დღიანი პროგრამის თემებია:

1. ბრენდ პორტფოლიო და არქიტექტურა
2. ამბის თხრობა, არქეტიპი და რეზიუმეს ახალი ფორმატი
3. კომუნიკაციის დაგეგმარება
4. რიტუალები
5. კვლევა
6. კონკურენტული ანალიზები – რისი მიღება შეიძლება მისგან
7. რა ეხმარებათ გეგმის ავტორებს იდეების გენერირებაში
8. ახალი მიდგომები კამპანიისადმი

გიორგი მჟავანაძე “ჯიპას” “Art School”-ის კოორდინატორი ამბობს, რომ შეხვედრებს მხოლოდ გამოცდილების თეორიულად გაზიარების ფორმატი არ ექნება, მონაწილეებისთვის მოეწყობა ვორქშოფი.
“ მონაწილეები დაიყოფიან ჯგუფებად, ექნებათ პრაქტიკული დავალებები, რომელსაც ნატალიასთან ერთად განიხილავენ. სემინარებში მონაწილეობა შეუძალია ყველას, ვინც თავისი საქმიანობით მეტ-ნაკლებად დაკავშირებულია რეკლამასთან, მარკეტინგთან, ან სტუდენტებს, რომლებიც ამ მიმართულებით სწავლობენ და მომავალში ამ სფეროში გეგმავენ მოღვაწეობას”.

ოთხდღიან სემინარში მონაწილეობის საფასური შეადგენს 144 ლარს. სამუშაო ენა – რუსული. რეგისტრაციისთვის დაგვიკავშირდით: 551 97 54 75 ; 599 27 10 70

განხილვა