Nemiroff–ს რეკლამის მთავარი გმირი თავია, ასეთი არაორდინალური მიდგომა არყის ბრენდს სააგენტო BBDO Ukraine–მა შესთავაზა. ვიდეორგოლი საკმაოდ სახალისო გამოვიდა. სხეულის გარეშე, თავი კარგად ერთობა ლიმუზინში გოგოებთან ერთად, ბარში, აუზზე… თავი სხეულის გარეშე ადვილად იქცევს ლამაზმანების ყურადღებას. სინამდვილეში ამ თავის მფლობელი, კომპანიის ხელმძღვანელია, რომელიც იმ მომენტში შეხვედრაზეა, აზრებით კი დასვენების დღეებში გატარებულ სასიამოვნო მომენტებშია გადაკარგული. მართლაც, სულ მუშაობა და საქმეზე ფიქრი რომ არ იყოს ჩვენი ცხოვრება, განტვირთვაც უნდა ჩავსვათ კვირის გეგმაში.
Nemiroff Premium–ის რეკლამა კრეატიულია, მაგრამ მიდგომა BMW–ს 2012 წლის რეკლამიდანაა აღებული. პირველმა ეს იდეა სააგენტო Serviceplan–მა განახორციელა.










