16
მაი
2018

ბრიტანულმა ცენტრმა საიუბილეო 15 წელი საზეიმოდ აღნიშნა

16 მაი 2018

ბრიტანულმა ცენტრმა 15 წლის იუბილე კოტე  მარჯანიშვილის სახელობის დრამატულ თეატრში აღნიშნა და მოწვეული სტუმრები საზეიმო ღონისძიების შემდეგ, შექსპირის პიესის მიხედვით, ლევან წულაძის მიერ დადგმულ სპექტაკლზე – „როგორც გენებოთ“ – დაპატიჟა.

ღონისძიებაზე მოწვეულ სტუმართა შორის იყვნენ ამერიკის და გაერთიანებული სამეფოს საელჩოების, ასევე განათლებისა და კულტურის სამინისტროს წარმომადგენლები.

მოწვეული სტუმრების გარდა, ღონისძიებას ესწრებოდნენ ბრიტანული ცენტრის სტუდენტებიც, რომლებმაც შეიძინეს სპექტაკლზე დასასწრები ბილეთები. აღნიშნული ბილეთების გაყიდვიდან შემოსული თანხა გადაეცა ბერი ანდრიას სახელობის საქველმოქმედო ფონდს, სიმსივნით დაავადებული ბავშვების დასახმარებლად.

საზეიმო ღონისძიებაზე, ბრიტანული ცენტრის მიერ დაჯილდოვდა პირველი მასწავლებელი, რომელმაც 15 წლის წინ, თბილისში, ვირსალაძის ქუჩაზე, იმ დროისთვის ბრიტანული ცენტრის ერთადერთ ფილიალში დაიწყო მუშაობა. დღესდღეობით კი, ბრიტანული ცენტრი საქართველოში ინგლისური ენის შემსწავლელ სკოლათა ყველაზე დიდ ქსელს აერთიანებს და სხვადასხვა ქალაქებში რამდენიმე ფილიალითაა წარმოდგენილი. დაჯილდოებული პედაგოგი კი ცენტრის სწავლების ხარისხის მართვისა და კონტროლის დეპარტამენტის  ხელმძღვანელია.

ასევე დაჯილდოვდა პირველი მსმენელი, რომელმაც 15 წლის წინ ნდობა გამოუცხადა ბრიტანულ ცენტრს და იმ დროისთვის საქართველოში სრულიად უცნობი – ქალანის მეთოდი საკუთარ თავზე გამოსცადა.

დაკო ლომიძე, ბრიტანული ცენტრის მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობების დირექტორი:

ბრიტანული ცენტრი წარმოადგენს ინგლისის ქალანის მეთოდის ორგანიზაციის  (CMO) ლიცენზირებულ პარტნიორს საქართველოში, რომელსაც გააჩნია საქართველოს ტერიტორიაზე ქალანის მეთოდის გამოყენების ექსკლუზიური უფლებამოსილება.

გარდა ამისა, ბრიტანული ცენტრი აერთიანებს სხვადასხვა შვილობილ კომპანიებს და მიმართულებებს, როგორიცაა:

ბრიტანული ცენტრის მიერ დაარსებული კერძო ზოგადსაგანმანათლებლო სკოლა – წმინდა ნიკოლოზის სახელობის სკოლა, სადაც ქართული და ბრიტანული სასწავლო გეგმების შერწყმით, სწავლება მიმდინარეობს ჩვენს მიერ შედგენილი მრავალმხრივი და ინოვაციური პროგრამით.

BC Gateway – Quality English-ის ერთადერთი ავტორიზებული საგანმანათლებლო სააგენტო საქართველოში, რომელიც უზრუნველყოფს გაცვლით პროგრამებს დიდ ბრიტანეთში მხოლოდ Quality English- ის მიერ აკრედიტებულ სკოლებში.

BC Challenge – საქართველოში ყველაზე მასშტაბური სტუდენტური ოლიმპიადა, რომლის მიზანია: ინგლისური ენის პოპულარიზაცია, სტუდენტბში სწავლის მოტივაციის ამაღლება, ნიჭიერი სტუდენტების გამოვლენა, წახალისება, დასაქმება და მრავალი სხვა.

ბრიტანულ ცენტრში დასაქმებულია 250-მდე ადამიანი, აქედან ასამდე ინგლისური ენის პედაგოგი, რომელთა პროფესიული გადამზადება ხდება CMO-ს მიერ სერტიფიცირებული ტრენერების მიერ.

ბრიტანული ცენტრი მუდმივად ზრუნავს, რომ მისი საქმიანობის სფეროში მოწინავე ადგილი ეჭიროს, სწორედ ამიტომ უდიდეს რესურსს დებს მისი გუნდის პროფესიულ განვითარებასა და მომხმარებლისთვის მაღალი ხარისხის სერვისის მიწოდების მიმართულებით.

[R]

განხილვა