in

სტუდენტურ ოლიმპიადა BC Challenge 2020-ზე რეგისტრაცია დაიწყო

სტუდენტური ოლიმპიადა BC Challenge-ის 2020 წლის სეზონისთვის რეგისტრაცია უკვე დაიწყო. ტესტირება ჩატარდება თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში. ოლიმპიადაში მონაწილეობა შეუძლიათ საქართველოში არსებული ნებისმიერი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების როგორც საბაკალავრო, ისე სამაგისტრო პროგრამის სტუდენტებს.

 

„როგორც მოგეხსენებათ, BC Challenge  წარმოადგენს ყველაზე მასშტაბურ სტუდენტურ ოლიმპიადას ინგლისურ ენაში, რომელსაც ყოველწლიური სახე აქვს და ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობს სტუდენტებში“, – ამბობს ბრიტანული ცენტრის მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობების დირექტორი დაკო ლომიძე.

ოლიმპიადას გააჩნია გამორჩეული საპრიზო ფონდი – ფინალური ტურის საუკეთესო სამეულს გადაეცემა 2500, 2000 და 1500 ლარიანი ფულადი პრემიები.

„ვთვლით, რომ სტუდენტებისთვის საკუთარი ცოდნით გამომუშავებული საკმაოდ კარგი პრიზებია. ასევე, მნიშვნელოვანია ისიც, რომ გამარჯვებულების გამოვლენა და დაჯილდოება ხდება ოლიმპიადის სამივე ეტაპზე.  კერძოდ,  სხვადასხვა ტიპის პრიზებით ჯილდოვდებიან ისეთი მონაწილეებიც, რომლებიც ვერ გადალახავენ ტურიდან ტურში გადამსვლელ მინიმალურ ზღვარს, თუმცა იმ კონკრეტულ ტურში დააგროვებენ ქულების მაქსიმალურ რაოდენობას. ასე რომ, ოლიმპიადაში მონაწილეობა შეუძლიათ ისეთ სტუდენტებსაც, ვისაც ჯერ არ აქვთ ინგლისური ენის ცოდნის მაღალი დონე, თუმცა კარგი შანსი ეძლევათ მოიპოვონ ჩვენთან სწავლის ერთწლიანი დაფინანსება“.

ბრიტანული ცენტრი ოლიმპიადის მესამე ტურში გადასულ ყველა მონაწილეს სთავაზობს სტუდენტური დასაქმების პროგრამას, რომელიც მათი თქმით, ყოველწლიურად უფრო და უფრო პოპულარული ხდება.

„დღევანდელი სტუდენტები, ეს თაობა კარგად აანალიზებს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია, სწავლასთან ერთად, ჰქონდეთ საკუთარი შემოსავალი, იყვნენ ფინანსურად დამოუკიდებლები და რაც მთავარია, მიიღონ სამსახურებრივი გამოცდილება, რომელსაც შემდეგ, საკუთარი პროფესიით დასაქმებისას, ასე ხშირად სთხოვენ პოტენციური დამსაქმებელები“.

2016 წლის სეზონის ერთ-ერთი მონაწილე თაკო მჭედლიშვილი ახლა ბრიტანული ცენტრის თანამშრომელია. ამბობს, რომ მისი პროფესიული განვითარებისთვის ეს ძალიან კარგი შესაძლებლობაა.

„დაახლოებით, 4 წლის წინ, როდესაც მეორე კურსზე ვიყავი და ვცდილობდი, ჩემი სტუდენტური ცხოვრება უფრო აქტიური და საინტერესო გამეხადა, ინტერნეტში გადავაწყდი ბრიტანული ცენტრის ოლიმპიადას. მაშინვე დავინტერესდი და გადავწყვიტე, მიმეღო მონაწილეობა, შემემოწმებინა ჩემი შესაძლებლობები. ოლიმპიადაზე მესამე ტურში გადავედი და მიუხედავად იმისა, რომ საპრიზო ადგილი არ დამიკავებია, ბრიტანულმა ცენტრმა მომცა შესაძლებლობა, გამევლო გასაუბრება, რის შედეგადაც აღმოვჩნდი ბრიტანული ცენტრის შესანიშნავი კოლექტივის წევრი. და აი, უკვე მესამე წელია ვმუშაობ ბრიტანულ ცენტრში.

სამსახურმა არამარტო ოჯახისგან, გაკრვეულწილად, ფინანსურად დამოუკიდებლად ცხოვრების საშუალება მომცა, არამედ მომცა უდიდესი გამოცდილება და ცოდნა, რომელსაც ჯერ კიდევ ვიღებ. აქ მუდმივად განვითარებაა შესაძლებელი, რაც ძალიან კარგი საშუალებაა მათთვის, ვისაც ენა უყვარს და აინტერესებს. მიხარია, რომ ვარ ბრიტანული ცენტრის თანამშრომელი“.

წლევანდელ ოლიმპიადაზე რეგისტრაცია 2020 წლის 31 მარტს დასრულდება. რეგისტრაციის გავლა შესაძებელია ვებგვერდზე www.bcchallenge.ge

[R]

ცნობილი პირების ხმოვანი ბრძანებები – იცნობთ მათ ცხვირიდან ნიკაპამდე გამოსახულებით?

Hilton Garden Inn Tbilisi Chavchavadze 17 მარტს იხსნება – ნახეთ სასტუმროს ფოტოები