in

როგორია საერთაშორისო სტანდარტი ევროპულ სასკოლო სწავლებაში? – წმ. ნიკოლოზის სახელობის სკოლა თბილისში

თუ ფიქრობთ, რომ განათლება ძვირი სიამოვნებაა, არ მიიღოთ ის და ნახავთ, რამდენად უფრო ძვირი დაგიჯდებათ გაუნათლებლობა.” დერეკ ბოკი, ჰარვარდის უნივერსიტეტის 25-ე პრეზიდენტი

აზროვნება, კრეატიულობა, კომუნიკაციისა და თანამშრომლობის უნარ-ჩვევები – შეგიძლიათ დაასახელოთ წარმატებული ადამიანები ამ თვისებების გარეშე? რა თქმა უნდა არა. ეს სწორედ ის თვისებებია, რაც აუცილებელია დღეს იმისათვის, რომ პროფესიულ საქმიანობაში მოწინავე პოზიციებზე ვიყოთ და სრულიად დარწმუნებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამ უნარების ჩამოყალიბება უპირველესად სასკოლო პერიოდში ხდება. სწორედ ამიტომ, განვითარებულ ქვეყნებში სასკოლო განათლებას ძალიან ყურადღებით ეკიდებიან. ევროპის ზოგიერთი სკოლა სწავლების საუკუნოვან გამოცდილებასაც ფლობს და უკვე შემუშავებული აქვს ხარისხის სტანდარტი, რაც მოსწავლეებს წარმატებისკენ გზის გაკვალვაში ეხმარება.

სწავლების ხარისხი ქართული სასწავლებლებისთვისაც საყურადღებო საკითხია. სკოლები, ცხადია, მიდგომებითა და მეთოდებით განსხვავდებიან. მაგალითად, ბრიტანული ცენტრის წმინდა ნიკოლოზის სახელობის სკოლა დაარსდა გამორჩეული იდეით – იყოს ეროვნულ ფასეულობებზე დაფუძნებული, ინოვაციური და მრავალმხრივი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება. თითქმის ათწლიანი არსებობის მანძილზე, სკოლა მუდმივად ავითარებს სწავლების მეთოდებს და აუმჯობესებს ინფრასტრუქტურას, რის გამოც, წმინდა ნიკოლოზის სახელობის სკოლა ერთ-ერთ სასურველ საგანმანათლებლო სივრცეს წარმოადგენს მოსწავლეებისთვის. სკოლა, ბრიტანული ცენტრის ბაზაზე, 2012 წელს დაფუძნდა და ცხადია, ინგლისური ენის სწავლების მიმართულებით განსაკუთრებულ მეთოდებს, მათ შორის, კემბრიჯის უნივერსიტეტის უახლეს პროგრამებს იყენებს. სკოლა მუშაობს ისეთი საერთაშორისო სტანდარტის შექმნაზე, რაც ისეთი ევროპული სკოლებისთვისაა დამახასიათებელი, როგორებიცაა, მაგალითად, ჰენრი IV-ის ლიცეუმი, პარიზის ბრიტანული სკოლა, ნოტრ-დამის საერთაშორისო სკოლა საფრანგეთში, მადრიდის კინგსის კოლეჯი, წმ. ჟულიანის სკოლა პორტუგალიაში, ფლორენციის საერთაშორისო სკოლა იტალიაში, ერთიანი მსოფლიო კოლეჯი ნიდერლანდებში და სხვა მრავალი.

წმ. ნიკოლოზის სახელობის სკოლა თბილისში. სასწავლებლის საგანმანათლებლო პოლიტიკა თანამედროვე მიდგომებს ეფუძნება. ECIS (European Council of International Schools) – ევროპის საერთაშორისო სკოლების საბჭოსთან თანამშრომლობით შემუშავდა სასწავლო პროგრამის მოდიფიცირებული მიდგომა, რომელიც ახალი ათასწლეულის მოთხოვნების შესაბამისობაშია. ინოვაციური და კომპლექსური მიდგომის გამოყენებით, სკოლა თითოეული ბავშვის ინტელექტუალურ, სოციალურ, ზნეობრივ და ფიზიკურ განვითარებაში საუკეთესო შედეგებზეა ორიენტირებული.

სასწავლო პროგრამა ითვალისწინებს მოსწავლეებში საერთაშორისო ცნობიერების განვითარებას, რაც გულისხმობს მსოფლიოს ეკონომიკური, პოლიტიკური და სოციალური ფუნქციონირებების და მექანიზმების ცოდნას და გაანალიზებას, მსოფლიო თანატოლებთან ერთად საერთო პროექტებზე მუშაობის საშუალებით ერთიან, გლობალურ საგანმანათლებლო სივრცეში ჩართვას. ამას გარდა, სკოლა გახლავთ ბრიტანეთის PSHE (Personal, Social, Health and Economic Education) ასოციაციის ერთადერთი წარმომადგენელი საქართველოში და სასწავლო პროგრამაში ინტეგრირებული აქვს საგნის მე-2 კლასიდან ინგლისურ ენაზე სწავლება.

წმ. ნიკოლოზის სახელობის სკოლის ერთ-ერთი უპირატესობაა მისი ადგილმდებარეობა, რომლის შერჩევასაც დიდი ყურადღებით დაეთმო. რაკი ბავშვები დღის მნიშვნელოვან ნაწილს სასწავლებელში ატარებენ, მნიშვნელოვანია ტრანსპორტირების მოქნილობა და სივრცე – სხვადასხვა კლასგარეშე აქტივობებისთვის. სკოლას ემსახურება სატრანსპორტო კომპანია. წმ. ნიკოლოზის სახელობის სკოლა დიღმის მასივში მდებარეობს. ინფრასტრუქტურა თანამედროვე საერთაშორისო სტანდარტებთანაა თანხვედრაში: მოწყობილია შიდა და გარე სპორტული ინფრასტრუქტურა. სკოლას აქვს სხვადასხვა ასაკზე გათვლილი 2 საცურაო აუზი, სადაც ბავშვებს ცურვას პროფესიონალი ტრენერები ასწავლიან.

სკოლა აღჭურვილია საექსპერიმენტო ხელსაწყოებითა და საბუნებისმეტყველო ლაბორატორიებით, მრავალენოვანი ბიბლიოთეკით, საბავშვო თეატრით, 21-ე საუკუნის კომპიუტერული ლაბორატორიითა და კაფეტერიით. სკოლაში ექიმისა და ფსიქოლოგის კაბინეტები ფუნქციონირებს.

სასკოლო უსაფრთხოება ბრიტანული ცენტრის წმ. ნიკოლოზის სახელობის სკოლისთვის უმნიშვნელოვანესი საკითხია. სკოლის ტერიტორია აღჭურვილია უახლესი დაცვითი, პერიმეტრული, სახანძრო და გარე ვიდეოსამეთვალყურეო სისტემებით.

სასურველი სკოლის შერჩევა მარტივი ამოცანა ნამდვილად არ არის და, ალბათ, თქვენც ძალიან ბევრი შეკითხვა გაქვთ, რაც გადაწყვეტილების მიღებისას მნიშვნელოვანია. ამ პროცესში სკოლის გვერდი დიდ დახმარებას გაგიწევთ.

[R]

Tabito – პანდემიის დროს დაწყებული სტარტაპი, როგორც გამოსავალი და ახალი შესაძლებლობა გრაფიკულ დიზაინზე სამუშაოდ 

საქართველოს ბანკის პარტნიორობით, თბილისმა წიგნის მსოფლიო დედაქალაქის სტატუსი გადმოიბარა