in

როგორ ზრუნავს BCA HEALTHY CLUB ჯანსაღი კორპორატიული კულტურის დანერგვაზე?

დღესდღეობით, ყოველდღიურობის სწრაფი ტემპის ფონზე, ბევრ ჩვენგანს ავიწყდება ჯანსაღი ცხოვრების წესის მნიშვნელობა — თითქოს, აუცილებელი საქმეების მიღმა მასზე ზრუნვის დრო არ გვრჩება. რეალურად კი, სწორი კვება არის ის, რაც თანამედროვე ადამიანის ბევრ მნიშვნელოვან ფუნქციაზე  მოქმედებს, იქნება ეს პროდუქტიულობა, ენერგიის აღდგენა, ძილი, სტრესის მართვა, ფიზიკური სიჯანსაღე თუ სხვა

BCA HEALTHY CLUB კი სწორედ ის კომპანიაა, რომელიც საქართველოს ბაზარზე არსებულ კომპანიებში კორპორატიულ wellness პროგრამას ნერგავს. ეს უკანასკნელი გულისხმობს ჯანსაღი ცხოვრების წახალისებას, ნუტრიციოლოგების მიერ კვებითი რეკომენდაციების გაცემას, რომელიც 21-ე საუკუნისთვის აქტუალურ თემებს ეხება: კვება და პროდუქტიულობა, კვების დაგეგმვა, ენერგიის აღდგენა, ძილი და პროდუქტიულობა, სტრესის მართვა და დროის მენეჯმენტი, ფიზიკური აქტივობების ოპტიმიზაცია სამუშაო სივრცეში.

როგორც თავად წარმომადგენლები განმარტავენ, BCA-ის შექმნის იდეა კომპანიებში გაზრდილი ინტერესებიდან გამომდინარე გაჩნდა. ასევე, BCA Healthy Club-ის გუნდს დიდი სურვილი აქვს, კომპანიების თანამშრომლებს სტრესულ გარემო ფაქტორებთან გამკლავებაში დაეხმარონ და ადამიანური რესურსის დაფასების დონეც მეტად გაიზარდოს. „wellness პროგრამის შექმნის საფუძველს წარმოადგენს კომპანიებში არსებული ინტერესი, რომელიც სამუშაო გარემოში შრომისუნარიანობის გაზრდას, სტრესული გარემო-ფაქტორებთან გამკლავების მექანიზმის გამომუშავებასა და ადამიანური რესურსების მოფრთხილებას უკავშირდება“,  ამბობს ლიკა ვაშაკიძე, კომპანიის გენერალური მენეჯერი.

აღსანიშნავია, რომ სერვისის მიწოდებას უზრუნველყოფენ როგორც BCA-ის წამყვანი სპეციალისტები, რომელთაც 10-წლიანი გამოცდილება აქვთ ნუტრიციოლოგიისა და ფსიქოლოგიის მიმართულებით, ასევე მოწვეული პარტნიორები სხვადასხვა ინდუსტრიიდან. „ჩვენს უპირატესობას წარმოადგენს ის ფაქტი, რომ მრავალწლიანი გამოცდილებისა და მაღალი კომპეტენციის გუნდი გვყავს. ამასთან ერთად, ჩვენი პროგრამა ერთადერთია საქართველოში, რომელიც კორპორატიულ wellness პროგრამას ნერგავს“, — აღნიშნავს ლიკა ვაშაკიძე.

როგორც სტატისტიკური მონაცემები ცხადყოფს, wellness პროგრამის გავლის შემდეგ, კომპანიები 25-32%-ით ნაკლებ გაცდენილ სამუშაო დღეებს იღებენ, საერთო პროდუქტიულობა კი 18%-ით იმატებს. თანამშრომლებში იმატებს დადებითი განწყობა და მოტივაციაც. გარდა ამისა, როგორც ლიკა განმარტავს, კურსი დადებითად მოქმედებს კორპორატიული იმიჯის გაუმჯობესებაზე და კომპანიებს შესაძლებლობა ეძლევათ, საუკეთესო ტალანტები მოიზიდონ. „ამ თვალსაზრისით, ჩვენი wellness პროგრამა ინოვაციური და უკონკურენტოა ქართულ ბაზარზე“, — ამბობს ლიკა ვაშაკიძე.

მართალია, ამ ეტაპზე კომპანია მხოლოდ საქართველოს ბაზარზე ოპერირებს, მაგრამ სამომავლოდ ევროპულ კომპანიებთან თანამშრომლობას და მათთან სხვადასხვა აქტივობას გეგმავს.

[R]

„ერთგულად ვდგავართ ჩვენი ქვეყნის და ხალხის სამსახურში“ — თოდუას კლინიკის გენერალური მენეჯერი, გიორგი დიასამიძე

Glorri — სტარტაპი, რომელიც HR სფეროს რევოლუციურად ავითარებს