in

BCA Healthy Club-ისა და Fitpass-ის ერთობლივი პროგრამა თანამშრომლების კეთილდღეობაზე ზრუნვაში დაგეხმარებათ

დღევანდელ სამყაროში თანამშრომლების კეთილდღეობა წარმატებული კომპანიების მთავარ პრიორიტეტად იქცა. მენტალური და ფიზიკური ჯანმრთელობის კრიტიკულ მნიშვნელობაზე თითქმის ყველა კომპანია თანხმდება — თანამედროვე რეალობაში ეტაპობრივად ყველამ დავიწყეთ იმის გაცნობიერება, რომ თუ ეს ორი ფაქტორი სათანადოდ გათვალისწინებული არ არის, ადამიანის პროფესიული საქმიანობის შედეგიანობაც იკლებს. ამიტომაც, საუკეთესო ლიდერები აქტიურად ზრუნავენ თანამშრომლების ფსიქიკურ თუ ფიზიკურ მდგომარეობაზე, გუნდში სწორი ღირებულებების წახალისებას ცდილობენ.

ვინაიდან ეს პოზიტიური ტენდენცია დადებითი შედეგების მომტანია და მთელი მსოფლიოს ნაწილად იქცა, BCA Healthy Club-მა და Fitpass-მა გადაწყვიტეს, ადგილობრივ ბაზარზე ერთობლივი ძალებით გააუმჯობესონ კომპანიებში თანამშრომლების კეთილდღეობა და დამსაქმებლებს მათზე ზრუნვის გზები გაუმარტივონ. კერძოდ, ამ ორი კომპანიის კოლაბორაციის ფარგლებში, BCA Healthy Club-ის „კორპორატიულ ველნეს პროგრამას“ დაემატა Fitpass-ში შემავალი მრავალფეროვანი სპორტული და გამაჯანსაღებელი აქტივობები. ეს, ერთი მხრივ, უფრო განსაკუთრებულს ხდის კურსს; მეორე მხრივ კი, ჯანსაღი აქტივობებით დაინტერესებას უზრუნველყოფს თანამშრომლებში. პროგრამის დასრულების შემდეგ ისინი ნებისმიერი კომპანიის გუნდში ენერგიულობის, პროდუქტიულობისა და მოტივაციის გაზრდას გვპირდებიან.

პროგრამის პირველი ნაწილი აერთიანებს ისეთ თემებს, როგორებიცაა: კვების გავლენა პროდუქტიულობაზე, შესვენების დროს ჯანსაღი ლანჩის დაგეგმვა — მას ბისიეის წამყვანი, სერტიფიცირებული ნუტრიციოლოგი გაუძღვება.

მეორე ნაწილი სამუშაო დროს ფიზიკური აქტივობის ოპტიმიზაციისთვის 2-3-წუთიან ვარჯიშებს მოიცავს, რომლებსაც თანამშრომლები საოფისე პირობებშივე მარტივად შეასრულებენ. ასევე, მშვილდოსნობა, ფიგურული სრიალი, კლდეზე ცოცვა, სქვოში ან Fitpass-ში შემავალი სხვა 40-ზე მეტი აქტივობიდან სასურველის შერჩევის შემდეგ თანამშრომლების გასვლითი აქტივობაც დაიგეგმება. ამ ნაწილს Fitpass წარადგენს.

პროგრამის მესამე ნაწილი კი უკავშირდება სტრესის მართვას — BCA-ის სხვადასხვა პრაქტიკული სავარჯიშოების დახმარებით, თანამშრომლები შეისწავლიან სტრესთან გასამკლავებელ ტექნიკებს. Fitpass-ის მიერ ორგანიზებული იოგას და მედიტაციის საოფისე მასტერკლასი კი მათ დაეხმარებათ, დაძაბულობას ამ ფიზიკური აქტივობის დახმარებით ყოველდღიურობაშიც ებრძოლონ.

საგულისხმოა, რომ BCA Healthy Club-ისა და Fitpass-ის ეს კოლაბორაცია პირველ რიგში საერთო ღირებულებების გამო შედგა: ბისიეიმ ექიმების, ნუტრიციოლოგების, ფსიქოლოგებისა და მენტორების ჩართულობით, შეიმუშავა ველნეს პროგრამა, რომლის ანალოგიც ქართულ ბაზარზე არ არსებობს და ამ პროგრამით ასობით ადამიანის ყოველდღიურობა გააუმჯობესა. რაც შეეხება Fitpass-ს, წლებია, ადგილობრივ 3000-მდე დამსაქმებელ კომპანიაში ჯანსაღი ცხოვრების წესის წახალისებას წარმატებით ემსახურება.

პროგრამაში ჩართვა ნებისმიერ დაინტერესებულ კომპანიას შეუძლია.

[R]

LG-ს ტექნოლოგიური სამყაროს „გაღიმება“ სურს

„წიგნი თუ ფილმი?“ — ეკრანიზაციები, რომლებიც გამორჩეულად უყვართ