ბისიეი ჰელსი ქლაბი, ველნეს კურორტ ბიოლთან კოლაბორაციით, მათთვის, ვინც ზაფხულის პერიოდს თბილისში ატარებს, კორპორატიულ ველნეს პროგრამაზე საზაფხულო შეთავაზებას ამზადებს.
ამ პროგრამის ფარგლებში, კომპანიების თანამშრომლებს სემინარები და ვორკშოპები ჩაუტარდებათ შემდეგ თემებზე:
- კვება და პროდუქტიულობა
- ოფისში ფიზიკური აქტივობის ოპტიმიზაცია
- სტრესის მართვა და მენეჯმენტი

ბისიეი ჰელსის კლუბის წევრ ორგანიზაციებს დამატებით ექნებათ საშუალება, ისარგებლონ ისეთი აქტივობებით, როგორებიცაა: მშვილდოსნობა, ჩოგბურთი, Kangoo Jumps და ფიგურული სრიალი.

პირველი შეხვედრა ველნეს ცენტრ ბიოლში ჩატარდება, სადაც, გარდა შემეცნებითი აქტივობებისა, Team Building-ის ელემენტები იქნება შეტანილი.

კორპორატიული ველნეს პროგრამის დანერგვით, თქვენი თანამშრომლები მეტად პროდუქტიულები და ენერგიულები არიან, სწავლობენ დროის მენეჯმენტს და ეუფლებიან სტრესის მართვის ტექნიკებს.
[R]













