მარტში, აპრილსა და მაისში დაბადებულები, 2020 წელს, ხმაურიანი დაბადების დღეებით ნამდვილად ვერ დაიკვეხნიან. იუბილარები საკუთარ დღეობებს სახლში, კარანტინის პირობებში ხვდებიან, რაც არც ისე სახალისოა. ფრანგულმა Burger King-მა, ამ დანაკლისის ასანაზღაურებლად, გადაწყვიტა ბავშვებს საჩუქარი გაუკეთოს. თუკი, დაბადების დღის ტორტის ფოტოზე ფრანგულ “ბურგერ კინგს” მონიშნავენ, კარანტინის დასრულების შემდეგ, “ბურგერ კინგისგან” სიურპრიზს მიიღებენ. კამპანიაზე სააგენტო David, Madrid-მა იმუშავა.