27
Feb
2019

მარიამ ბაჯელიძე „ბიდიო აკადემიის“ ტრენერთა გუნდს შეუერთდა

27 Feb 2019

Socialsharks-ის დირექტორი, მარიამ ბაჯელიძე „ბიდიო აკადემიის“ ტრენერთა გუნდს შეუერთდა. სასწავლო დაწესებულება, 2016 წლიდან, მომხმარებლებს სხვადასხვა მიმართულებით მაღალი სტანდარტების სასერტიფიკატო კურსებს სთავაზობს, სადაც შესაძლებელია კვალიფიკაციის ამაღლება ფინანსების, HR მენეჯმენტის, სააღრიცხვო პროგრამების, Soft Skill-ებისა და ციფრული მარკეტინგის მიმართულებით. სოციალური მედია მარკეტინგის კურსს აკადემიაში მარიამი გაუძღვება.

 

მარიამ ბაჯელიძე

მარიამ ბაჯელიძე: 4 წელზე მეტია, რაც სოციალური მედიის კუთხით ვმუშაობ და თან რამდენიმე წლიანი გამოცდილება მაქვს – ტრენერობის მიმართულებით. ზოგადად, რამდენი ლექციაც ან ტრენინგიც წამიკითხავს, ვხვდები, რომ არც ერთი ერთმანეთს არ ჰგავდა. ვცდილობ, აუდიტორიის მოთხოვნებს მოვერგო, მათი „ბექგრაუნდი“ გავითვალისწინო და ამის მიხედვით მოვამზადო თემები. „ბიდიოს“ შემთხვევაც განსხვავებული იქნება. ამ აკადემიას უკვე აქვს თავისი მუშაობის მაღალი სტანდარტები, შესაბამისად – მეც, როგორც მის ტრენერს, ახალი და საინტერესო გამოწვევა მაქვს ამ კუთხით“.

რა არის თქვენი კურსის მიზანი და რას სთავაზობთ მსმენელებს?

სოციალური მედიის აქტუალურობა დღეს უკვე ყველასთვის ცნობილია. ამიტომ, ტრენინგი ნებისმიერი ადამიანისთვისაა, ვისაც ციფრული მარკეტინგი და კონკრეტულად, სოციალური მედიის სფერო აინტერესებს. ჩემი მიზანია, რომ მსმენელებმა ტრენინგის გავლის შემდეგ, შეძლონ მიღებული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენება, დაინახონ ამ პლატფორმის უფრო მეტი შესაძლებლობა ბიზნეს მიზნების მისაღწევად, შეიძინონ ტექნიკური უნარები და გახდნენ კონკურენტუნარიანები თავიანთ სფეროში.

რით იქნება გამორჩეული თქვენი კურსი სხვა ტრენინგებისგან?

კურსს, ძირითადად, პრაქტიკული სახე ექნება, რომელიც 22 საათს მოიცავს. სოციალური მედიის ჭრილში დავფარავთ როგორც ტექნიკურ დეტალებს, ისე კრეატიული „კონტენტის“ მომზადებას. ამის გარდა, ვისაუბრებთ „გუგლის“ შესაძლებლობებსა და კომბინირებული კამპანიების ეფექტურობაზე. Socialsharks-თან ერთად არაერთი საინტერესო „ქეისი“ მქონდა ციფრულ არხებში კომუნიკაციების გარშემო და მსმენელებს აუცილებლად გავუზიარებ ჩემს გამოცდილებას.

p.s. 26 მარტიდან – ისწავლე როგორ აქციო სოციალური ქსელები ბიზნესისთვის მომგებიან საკომუნიკაციო არხებად. კურსის შესახებ დეტალური ინფორმაციის ნახვა და რეგისტრაციის გავლა შეგიძლიათ ბმულზე.

 

​[ პარტნიორის კონტენტი ]

განხილვა