ამბავი 25 წელზე – ამ სათაურით BDO საქართველომ შატო მუხრანში მასშტაბურ საიუბილეო ღონისძიებას უმასპინძლა. საღამომ ერთ სივრცეში გააერთიანა ადამიანები, რომლებიც წლების განმავლობაში ქმნიდნენ BDO-ს ისტორიას – თანამშრომლები, ალუმნები და პარტნიორები. ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს ბიზნეს საზოგადოების ლიდერები, ფინანსური და საკონსულტაციო სექტორის წარმომადგენლები, ტექნოლოგიური და სამეწარმეო სფეროს ინოვატორები, მედია მენეჯერები, ასევე BDO-ს გლობალური ქსელის პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენლები, ყველა ვინც წლების განმავლობაში ქმნიდა და განსაზღვრავდა BDO ჯგუფის დინამიკას.


2 ოქტომბერს, შატო მუხრანის ისტორიულ მამულში გამართულმა გრანდიოზულმა საღამომ ენერგიის, შთაგონებისა და ემოციის სინთეზი შექმნა. BDO-მ კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ მისი წარმატება ფინანსურ შედეგებს სცილდება და ეყრდნობა ღირებულებებს, რომლებიც აყალიბებენ ნდობას, ერთგულებასა და უწყვეტ პროგრესს.

საღამოს განსაკუთრებულ ელფერს მატებდა მუსიკალური წარმოდგენა „მეხსიერების ბარათი – კინომუსიკის შედევრები“, პროექტი, რომელიც უკვე წლებია ქართული კულტურის ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი მოვლენაა და ამჯერად BDO-ს იუბილეს ორგანულ ნაწილად იქცა. საქართველოს ეროვნულ სიმფონიურ ორკესტრთან ერთად მაყურებელმა სცენაზე იხილა გამორჩეული ქართული მუსიკოსები ნატალია ქუთათელაძე, გიორგი ცაგარელი, ბექა გოჩიაშვილი და ვანიანო ხაჩიძე.
საღამოს მეგზური იყო კომპოზიტორი და დირიჟორი, UNICEF-ის კეთილი ნების ელჩი ნიკოლოზ რაჭველი, რომლის პერფორმანსმაც ზუსტად გადმოსცა იუბილეს სული და მნიშვნელობა.

ანანო ციცვიძე, BDO საქართველოს ბრენდისა და მარკეტინგის ხელმძღვანელი: „BDO საქართველოსთვის ეს 25 წლიანი მოგზაურობის მთავარი საღამო იყო, როდესაც კომპანიის ისტორიამ და ამბებმა, რომელიც სცენიდან გაჟღერდა კიდევ ერთხელ განამტკიცა ადამიანების, კულტურისა და ბიზნესის სინერგიის მნიშვნელობა. შატო მუხრანში გამართული საღამო სრულად ასახავდა ჩვენი ბრენდის ფილოსოფიას – სანდოობას, ერთგულებას და სიახლეებისადმი უწყვეტ ღიაობას.
BDO-სთვის წარმატება მხოლოდ შედეგებით არ იზომება. ჩვენთვის არანაკლებ მნიშვნელოვანია ის გამოცდილება და ემოცია, რომელსაც ადამიანებთან ურთიერთობისას ვქმნით. განსაკუთრებული სიამოვნება იყო იმის დანახვა, თუ როგორ გაერთიანდნენ ერთ სივრცეში ბიზნესის ლიდერები, პარტნიორები, ჩვენი თანამშრომლები – ადამიანები, რომლებიც ქმნიან ბრენდის ნამდვილ ენერგიას და მის განვითარებას აძლევენ ძალას.
ეს იყო საღამო, რომელმაც ჩვენს თვალწინ გააცოცხლა კონცეფცია რომ ბრენდი მხოლოდ მაშინ არის ძლიერი, როდესაც ის გულწრფელად უკავშირდება საზოგადოებას და ამ ურთიერთობებს ამყარებს იმ ფასეულობებით, რომელიც მისთვის ორგანული და ავთენტურია.
ეს საოცარი საღამო ვერ შედგებოდა, რომ არა ჩვენი მასპინძელი შატო მუხრანი და საღამოს მთავარი მეგზური – მაესტრო ნიკოლოზ რაჭველი და ეროვნული სიმფონიური ორკესტრი, რომელსაც ამ პლატფორმიდანაც ვულოცავ 100 წლის იუბილეს”.

BDO საქართველოს 25 წლის იუბილე არა მხოლოდ განვლილი გზის პატივისცემა იყო, არამედ მომავლის ხედვის გაზიარების შესაძლებლობა, სადაც კომპანია კვლავ რჩება ქვეყნისა და რეგიონის ბიზნესეკოსისტემის ურყევ პარტნიორად.
საღამომ დაემტკიცა, რომ ბრენდი ძლიერდება მაშინ, როცა საზოგადოებასთან კავშირი გულწრფელია, ფასეულობების ერთგულება კი უცვლელი, ხოლო ეს ურთიერთობა გადაიქცევა ისტორიად, რომელიც ხანგრძლივად რჩება მეხსიერებაში.


[პარტნიორის კონტენტი]













