“როცა მიზანი გამარჯვებაა, ყველა ბრძოლის ველი ერთმანეთს ემსგავსება..” მართლაც, წარმატებისთვის ბრძოლა ნებისმიერ სფეროში ერთი და იმავე გზების გავლას გულისხმობს. თუმცა, როცა საქმე საყვარელ პროფესიას ეხება, ყველანაირი წინაღობა გადალახვადია.
სწორედ ამ მოტივებს ეფუძნება ვიდეო, რომლის მთავარი გმირებიც მორაგბეები და ბიზნეს საკონსულტაციო კომპანია BDO-ს გუნდის წევრები არიან. მიუხედავად იმისა, რომ ისინი სრულიად სხვადასხვა საქმეს ემსახურებიან და, ერთი შეხედვით, არაფერი აქვთ საერთო, ზუსტად ერთნაირად იბრძვიან წარმატებისთვის საქმეში, რომელიც უყვართ. BDO ქართული რაგბის აუდიტორი 2016 წელს გახდა, თუმცა, ქომაგობის წლებს არ ითვლის. თუ რა საერთო აქვთ BDO-სა და რაგბის, ამაზე ვიდეო უკეთ მოგიყვებათ:
[R]