Cartoon Network-მა გადაწყვიტა, დღეისათვის საკმაოდ აქტუალურ, სამწუხარო პრობლემას გამოხმაურებოდა. საუბარია ბულინგზე, ნეგატიურ სოციალურ ქცევაზე, რომელიც ძალიან ცუდად მოქმედებს ადამიანებზე — არ აქვს მნიშვნელობა, პატარა ბავშვია თუ ზრდასრული. ამიტომაც, კომპანიამ ორი თემატური ვიდეორგოლი გადაიღო, სადაც ემოციურადაა წარმოდგენილი ბულინგის მავნე ზემოქმედება თუ მასთან დაკავშირებული მტკივნეული გამოცდილება.
Be A Buddy Not A Bully — Cartoon Network-ის კამპანია ბულინგზე














