უელსში, ოჯახის საკუთრებაში არსებულმა მაღაზიამ Hafod Hardware დაამტკიცა, რომ ადამიანებთან ემოციური კავშირის დასამყარებლად, აუცილებელი არაა, ბრენდებმა დიდი ბიუჯეტი გაიღონ.
„ამ რეკლამამ John Lewis-ს აჯობა“, „აბსოლუტურად მშვენიერია! ცრემლი მომერია, ღიმილიც მომგვარა. წლის საუკეთესო საშობაო რეკლამაა“, – წერენ მომხმარებლები სოციალურ ქსელში ნამუშევარზე, რომელზეც სულ რაღაც 100 ფუნტი დაიხარჯა.
რეკლამის სიუჟეტში, მთავარი პერსონაჟი 2 წლის ბავშვია, რომელიც იდეის ვიზუალური გამოხატულებაა, რომ ამ შობას ყველა ბავშვებად ვიქცეთ #BeAKidThisChristmas
ნამუშევარზე იმუშავა ჯოშ ჰოლდევეიმ.












