28
Feb
2019

როგორ მივაღწიოთ წარმატებას გაყიდვებში?!

28 Feb 2019

რა არის მთავარი გაყიდვებში და როგორ მივაღწიოთ ამ საქმეში წარმატებას?! კანადელი ბიზნესმენისა და რამდენიმე წიგნის ავტორის, O’Leary Funds-ის დამფუძნებლის კევინ ოლერის თქმით, სამი რამ უნდა გავითვალისწინოთ:

statiebi-bog
statiebi-bog

„1. საკუთარ თავში აუცილებლად დარწმუნებული უნდა იყოთ. ზუსტად უნდა იცოდეთ, რაზე საუბრობთ და რას აკეთებთ. ეს გარშემომყოფებსაც დააჯერეთ და რამეში ეჭვი რომც გეპარებოდეთ, არავის აგრძნობინოთ.

2. დროს ტყუილად ნუ დახარჯავთ. სერვისი/პროდუქცია სწორ ადამიანებს შესთავაზეთ. მიზნად არ დაისახოთ, ვინმეს აზრი შეაცვლევინოთ. რესურსი მათკენ მიმართეთ, ვისაც ზუსტად იცით, რომ თქვენი პროდუქტი ან მომსახურება სჭირდება. გადაწყვეტილების მიღება, ამ შემთხვევაში, გაცილებით მარტივია – უბრალოდ უნდა დაარწმუნოთ, რომ თქვენი ვარიანტი საუკეთესოა. თუ ატყობთ, რომ სტრატეგია არ მუშაობს, დროს ტყუილად ნუ დაკარგავთ, შეწყვიტეთ მოლაპარაკებები.

3. ნუ ეცდებით ძალიან კეთილი გამოჩნდეთ. უბრალოდ, გულახდილად ესაუბრეთ პოტენციურ დამკვეთს.  გაყიდვებში ეს ყველაზე მნიშვნელოვანია. გამორიცხულია, რომელიმე პროდუქტი ან სერვისი იდეალური იყოს. მყიდველს უნდა დაანახოთ, რა სარგებელს ნახავს, თუ თქვენს შეთავაზებას მიიღებს. ნურც სუსტ მხარეებს დაუმალავთ. მაგრამ დაწვრილებით მოუყევით ბენეფიტების შესახებ. ეს ყოველთვის მუშაობს“.

წყარო: Inc.



განხილვა