in

დაზღვევის პირველი ჩეთ ბოტი 2 წლისაა

დაზღვევის პირველი ჩეთ ბოტი, დღეს, ორი წლის გახდა. ამ დროის განმავლობაში, ბი ბოტმა 25,000-მდე მეგობარი შეიძინა, 10000-ზე მეტი ადამიანი დააზღვია და 300 000-ზე მეტ „მესიჯს“ უპასუხა. ბოტი მოგზაურების ყველაზე ერთგული მეგობარია, რომელიც მათ თავგადასავლებს 24 საათის განმავლობაში, პირდაპირ „მესენჯერში“ აზღვევს.

bog
bog-mob

 

მართალია, ბი ჩეთბოტია, მაგრამ მისი გახარება მაინც შეიძლება, განსაკუთრებით, როცა „ოქროს“ დაბადების დღე აქვს. თუ მის ფეისბუქ გვერდს გადახედავთ, მიხვდებით, რომ სხვადასხვანაირად ჩაცმა, ცოტა გაპრანჭვა, მოგზაურობა და ბევრი ფოტოს გადაღება უყვარს.

ამიტომ, მისი „ოქროს“ დაბადების დღისთვის, „ოქროს“ ხალხმა ბის სხვადასხვა სტილში დახატული პორტრეტები და ილუსტრაციები აჩუქეს.

ავტორი: ოთო მიქაძე 

ოთო მიქაძე

 

ავტორი: მაშო მარგიშვილი

მაშო მარგიშვილი

„ამბობენ, რომ მოგზაურობისას ყველაზე წარმოუდგენელი გამოწვევების გადალახვა მაშინვე უმარტივესი ხდება, როცა ჯიბეში „ქვაჭამია“ ბი ბოტი გიზით და უსაფრთხო გზებს გკარნახობთ”.

ავტორი: ხატია ხატიაშვილი 

ხატია ხატიაშვილი

 

ავტორი: გიორგი გამეზა 

გიორგი გამეზა

 

ავტორი: ბექა ბერიძე, „დედა B წა“

ბექა ბერიძე

 

ავტორი: დავით კელბერაშვილი

დავით კელბერაშვილი

ბიმ ასეთი საჩუქრები ნამდვილად დაიმსახურა რადგან ამ პერიოდში ძალიან ბევრი რამის სწავლა მოასწრო. მას შეუძლია პასპორტის/ID ბარათის დასკანერება, შენთან ერთად შენი მეგობრების დაზღვევაც და მონაცემების შენახვა, რომ ხელმეორედ შეძენისას, თავიდან არ მოგიწიოს პირადი ინფორმაციის შეყვანა.

რაც მთავარია საუბრის ბოლოს, შეგიძლია მასთან საუბარი მარტივად, „ემოჯით“ შეაფასო.

პარტნიორის კონტენტი

iSpace: „ბრწყინვალე არჩევანი iPhone-ის მოყვარულთათვის“

Microsoft-მა Apple-ის დასატროლად, ნამდვილი მაკ ბუკი მიიწვია