23
Sep
2019

კენიელმა ბავშვებმა თავად აირჩიეს, ვისგან მიიღებდნენ დახმარებას – World Vision

23 Sep 2019

Elit Electronics


როგორც წესი, დონორები თავად ირჩევენ ხოლმე, საქველმოქმედო საქმიანობის ფარგლებში, თანხით ვის დაეხმარებიან. და ამით ისინი, გარდა გაცემით მიღებული სიამოვნებისა, არჩევანის თავისუფლების პრივილეგიითაც სარგებლობენ, რადგან ვინც უნდათ, იმის ცხოვრებას ცვლიან ხოლმე უკეთესობისკენ.

რა მოხდება, სცენარი რომ სხვაგვარად განვითარდეს?

ანუ, მაგალითად, უკიდურეს გაჭირვებაში მყოფ ბავშვებს საშუალება ჰქონდეთ, რომ თავად აირჩიონ, ვინ შეძლებს მათ დაფინანსებას? და იქნება, თუ არა ეს მათთვის ის იშვიათი შეგრძნება, რომელსაც საკუთარ ბედ-იღბალზე კონტროლის აღების შესაძლებლობა ჰქვია?

ქრისტიანულმა საქველმოქმედო ორგანიზაცია World Vision-მა პროექტი ამ ზაფხულს დაიწყო. გვატემალელი ბავშვები სპეციალურად მოემზადნენ, რომ პოტენციური სპონსორებისთვის თავი მოეწონებინათ.

თუმცა, მათი ცრემლიანი თვალები ღიმილით შეიცვალა მას შემდეგ, რაც სხვადასხვა სპონსორის ფოტოებით სავსე ოთახში აღმოჩნდნენ და „ჩამომხსენი“ წაიკითხეს.

World Vision-მა იგივე ღონისძიება კენიაშიც გამართა, სადაც 431-მა ბავშვმა შეძლო პოტენციური სპონსორის, საკუთარი სურვილის მიხედვით შერჩევა.

 

განხილვა