in

რჩევები, უფრო რეალისტურად რომ შეაფასო დრო, რომელიც გაქვს! – Harvard Business Review

როდესაც რეალობას ჩვენს ფანტაზიებს დავუპირისპირებთ და სწორად განვსაზღვრავთ, მოცემულ მომენტში რა არის ჩვენთვის პრიორიტეტი, აუცილებლად ვიქნებით: კარგი ხელმძღვანელი, თანამშრომელი, პარტნიორი, მშობელი თუ სხვა. 

Harvard Business Review-ს კონტრიბუტორი, საბინა ნაუაზი ტოპ ბიოტექნიკური ფირმის მკვლევარის, ფრანჩესკას შემთხვევას განიხილავს. ფრანჩესკა აზრის ლიდერი და წარმატებული გამომცემელია. იგი, ასევე, მისაბაძია ქალებისთვის და ზრუნავს მძიმედ დაავადებულ ძმისშვილზე. მიუხედავად იმისა, რომ ფრანჩესკა თავისი საქმით ამაყობს, იგი აცნობიერებს, რომ საერთოდ არ რჩება საკმარისი დრო არც სამსახურისთვის, არც პირადი ცხოვრებისთვის. რაც თანამშრომლებისა თუ პარტნიორების გაღიზიანებაში ითარგმნება და შესაბამისად, ცვლილებების საჭიროებაშიც.

pasha-statiebi
pasha-statiebi

ადამიანები დროს არასწორად ვაფასებთ და საკუთარ თავზე ხშირად იმაზე მეტ პასუხისმგებლობებს ვიღებთ ხოლმე, ვიდრე შეგვიძლია. აქ გაგიზიარებთ იმ მითებს, რომელიც ჩვენს დროსა და შესაძლებლობებთანაა დაკავშირებული:

ჩემი მძიმე გრაფიკი დროებითია.
ფრანჩესკამ გადაწყვიტა, მაცდუნებელ პოზიციაზე, რომელიც საერთაშორისო კონფერენციის გაძღოლას გულისხმობდა, მიუხედავად ასობითსაათიანი მუშაობისა, უარი არ ეთქვა. ფიქრობდა, რომ მისი ამჟამინდელი რეჟიმი დროებითი იყო, თუმცა თანხმობით მას სამი მიმდინარე პროექტის დროებით შეჩერება მოუწია. ასეთ შემთხვევაში, ჯობდა, უარი ეთქვა, ან დახმარება სხვებისთვის ეთხოვა. ასე თავიდან აიცილებდა ვალდებულებების უხერხულად გადადებას.

შემდეგ ჯერზე უფრო ადვილი იქნება.
გამოცდილება კარგი მასწავლებელია, მაგრამ ისიც ნუ დაგვავიწყდება, რომ ყოველ ახალ წამოწყებას დამატებითი გამოწვევებიც თან ახლავს. ფრანჩესკას სჯეროდა, რომ ახალ პროექტს უფრო სწრაფად დაასრულებდა, ვიდრე წინას, მაგრამ საბოლოოდ, მას დედლაინის გადაწევა მოუწია. ექსპერტიზისა და დაგეგმვის მიუხედავად, გარკვეული ტიპის პროექტებს, დაახლოებით, 20% -ით მეტი დრო დასჭირდა, ვიდრე სავარაუდო იყო. ამიტომ, თუ მას ეგონა, რომ რეზიუმეს დაწერას ორი დღე დასჭირდებოდა, მის შეფასებას ნახევარი დღეც დაამატა. სამშაბათს გაგზავნაზე შეთანხმების ნაცვლად, მან დასრულება ოთხშაბათს, შუადღისთვის გადათქვა და გაგზავნა ხუთშაბათს, დღის ბოლომდე იკისრა. მტკიცებულებებზე დაფუძნებული ბუფერი დაგეხმარებათ, უფრო რეალისტურად შეაფასოთ დავალებისთვის საჭირო დრო, რითაც სტრესსაც შეამცირებთ და თქვენს ცხოვრებაში სხვა, სასიამოვნო რამეებისთვისაც დაიტოვებთ რესურსებს.

მირჩევნია, შემაქონ.
ჩვენი სურვილი სხვების მოსაწონებლად დიდ დაბრკოლებას ქმნის, დროის რეალისტურად შეფასების კუთხით. კარგია, როცა გარშემომყოფებს ჩვენი იმედი აქვთ, მაგრამ სჯობს, საკუთარი რესურსები სწორად გათვალოთ და ისე აიღოთ პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე. ვინაიდან, ბევრი საქმის აღება და ცუდად ან საერთოდ ვერშესრულება უფრო ცუდია, ვიდრე უარის თქმა იმ მიზეზით, რომ ისედაც საკმაოდ დაკავებული ხართ.

ჩემი ჩარევის გარეშე, ეს ნამუშევარი ხარისხიანი ვერ იქნება.
ჩვენ თანამონაწილე ვართ იმ მითის შენარჩუნებაში, რომ უმეტესწილად, ჩვენს საქმიანობაში შეუცვლელები ვართ. გვინდა, რომ სხვებს ვჭირდებოდეთ და გვაფასებდნენ. როდესაც პასუხის გაცემის მონოპოლიისგან ვთავისუფლდებით, ასე ბევრისთვის შესაძლებლობებს ვქმნით.

ფრანჩესკა იშვიათად უშვებდა შეცდომებს და მისი ნამუშევრები, როგორც წესი, ფართო აუდიტორიის მოწონებას იმსახურებდა. ამიტომ, როდესაც მას ბევრი დრო არ ჰქონდა, იმის მაგივრად, რომ დახმარება სხვებისთვის ეთხოვა, საკუთარ თავს არწმუნებდა, რომ მხოლოდ მას შეეძლო გარკვეული დავალების კარგად შესრულება. თუმცა ფრანჩესკამ დელეგირება ისწავლა. რა თქმა უნდა, კოლეგებმა შეცდომები დაუშვეს, თუმცა ისინი შეიარაღდნენ უნარებით, რომელიც მათ შემდეგ ჯერზე უკეთესი შედეგის მიღებაში დაეხმარებოდა.

როდესაც რეალობას ჩვენს ფანტაზიებს დავუპირისპირებთ და სწორად განვსაზღვრავთ, მოცემულ მომენტში რა არის ჩვენთვის პრიორიტეტი, აუცილებლად ვიქნებით: კარგი ხელმძღვანელი, თანამშრომელი, პარტნიორი, მშობელი თუ სხვა.

წყარო: HBR



კანის ლომების ადგილობრივ ახალგაზრდულ შეჯიბრზე რეგისტრაცია დაიწყო!

გადაუდებელი ქეშბექი ყველაფერზე – CashBack-ისა და Onoff.ge-ს ერთობლივი აქცია დაიწყო!