3
Jul
2019

აპლიკაცია Be My Eyes, ანუ როგორ უკავშირდებიან უსინათლოები „მოხალისე თვალებს“

3 Jul 2019

veon
veon


Be My Eyes მობილური აპლიკაციაა, რომელიც უსინათლოებსა თუ მცირედმხედველებს „მოხალისე თვალებთან“ აკავშირებს, ანუ ადამიანებთან, რომლებიც მზად არიან, კონკრეტულ მომენტში უსინათლოს თვალად იქცნენ. ჩვენი გარემო არც ისე ადაპტირებულია უსინათლო ადამიანებისთვის, ესეც რომ არა, არსებობს მრავალი სახის ვიზუალური ინფორმაცია, რომლის აღქმაც მათთვის პრობლემას წარმოადგენს, შესაბამისად, მსგავს ფაქტებს დისკომფორტი შეაქვს მათ ყოველდღიურობაში. აპლიკაცია Be My Eyes საშუალებას აძლევს უსინათლო პირებს ითხოვონ მოხალისის გადაუდებელი დახმარება. მიკროფონისა და სმარტფონის კამერის გამოყენებით (რომლებზეც წვდომა აქვს აპლიკაციას), თქვენ შეგიძლიათ უთხრათ უსინათლოს, არის თუ არა პროდუქტი, რომელიც მან დახლიდან აიღო ზუსტად ის, რაც უნდოდა. აღუწეროთ, რა ხდება გარშემო, ურჩიოთ, როგორ ჯობს გადაადგილდეს და ა.შ.

ვებგვერდ Mobile App Daily-ს ცნობით, 2019 წლის მარტში აპლიკაციაში 58200 უსინათლო და 859240 მოხალისე იყო რეგისტრირებული, რაც მიგვითითებს იმაზე, რომ ერთი მხრივ, ადამიანები მზად არიან „ათხოვონ თვალი“ მას, ვისაც ის კონკრეტულ მომენტში სჭირდება, მეორე მხრივ კი, ჩანს უსინათლოების მზაობა – მიიღონ უცხო ადამიანების დახმარება ყოველდღიური ამოცანების გადაჭრისას.

Be My Eyes-ის აპლიკაცია Google-მა შექმნა. მისი გადმოწერა კი შესაძლებელია უფასოდ, როგორც Android-ის, ასევე iOS-ის მომხმარებელთათვის.

 

განხილვა