ათასობით სხვადასხვა ზომის, ფორმის, სისქისა თუ დროის წიგნი არსებობს და მიუხედავად მათი განსხვავებულობისა, არავის ეპარება ეჭვი, რომ ისინი ყველა ნორმალურია. თუმცა შეგვიძლია იმავეს დაშვება ქალის მკერდთან დაკავშირებით?
be sweet-ის მიერ, GC Aesthetics-ისთვის შესრულებულ ვიდეორგოლში ვხედავთ წელს ზემოთ შიშველ ქალებს, რომლებსაც მკერდს ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული წიგნები უფარავთ, რაც ბრენდის სათქმელის ვიზუალური მეტაფორაა, რომ ქალებმა საკუთარი სხეული შეიყვარონ, შეიგრძნონ და დააფასონ ზუსტად ისეთი, როგორიც არის.













