in

Mercedes-Benz-ის ახალი რეკლამა ქალების მიღწევებზეა ფოკუსირებული

კაცობრიობის ისტორიის მანძილზე ქალებს არაერთი სამეცნიერო აღმოჩენა გაუკეთებიათ, გაუმარჯვიათ სპორტულ შეჯიბრებებში, შეუქმნიათ ხელოვნების შთამბეჭდავი ნიმუშები… თუმცა გენდერული უთანასწორობა და დისკრიმინაცია ბევრი ქალისთვის მწვავე საკითხს წარმოადგენს — სწორედ ამ მოცემულობის შეცვლას ემსახურება Mercedes-Benz-ის ახალი რეკლამა, რომელიც 8 მარტის აღსანიშნავად შეიქმნა.

ვიდეორგოლში ნაჩვენებია პატარა გოგონა, რომელიც პირდაპირ კამერაში იყურება. მონაცვლეობით კი კადრში ჩნდებიან ის ქალები, რომლებმაც მსოფლიო შეცვალეს თავიანთი აღმოჩენებითა და მიღწევებით. შემდეგ კი ნარატორი კითხულობს: „რა მოხდებოდა, თუ ისინი გამონაკლისები არ იქნებოდნენ? თუ პირველი, საუკეთესო და ერთადერთები არ იქნებოდნენ?“ — ეს რიტორიკული კითხვა, რომელიც იმთავითვე მოიცავს პასუხსაც, იმ აზრისკენაა მიმართული, რომ ორივე სქესის ადამიანს თანაბრად უნდა შეეძლოს მუშაობა, თავის წარმოჩენა და ადგილის დამკვიდრება.

Udemy – პლატფორმა ხარისხიანი განათლების მსურველებისთვის, რომლის იდეაც სკოლის მოსწავლის ენთუზიაზმით დაიწყო

როგორია მზის ჩასვლა მარსზე? — NASA ფოტოებს გვიზიარებს