in

როგორ მოხვდა თვალი ნუდელსში? —  სიურრეალისტური რეკლამა 

დღევანდელ სამყაროში ყურადღების მიპყრობას თითქოს ბევრი არაფერი უნდა… ნახვები და მოწონებები პერსონალური ვალიდაციის საშუალებად იქცა, თუმცა როცა ისინი მხოლოდ მშობლებსა და მეგობრებს ეკუთვნის, სიტუაცია იცვლება…

BOG

იმისათვის, რომ შემოქმედებითი საზოგადოებისთვის შეეხსენებინათ, რატომ იყო მნიშვნელოვანი ნამდვილი აღიარება, სიურრეალისტური, ვიზუალურად შთამბეჭდავი ანიმაციური მოკლემეტრაჟიანი ფილმების სერია შექმნეს — ცოტა იუმორით, აბსურდითა და თვალისმომჭრელი დიზაინით. Be Seen by the Best Eyes მეტაფორაა ADC Awards-ის ჟიურის წევრების გამჭრიახი თვალების, რომლებიც მხოლოდ შესანიშნავ ნამუშევრებს კი არ ხედავენ, არამედ აუმჯობესებენ მას.

ამ გზავნილის გადმოსაცემად კი ნოსტალგიები გააღვიძეს, Pixar 90-იანების MTV-ის შეახვედრეს და შთამბეჭდავი გზავნილი რევოლუციური დიზაინით გაუზიარეს მომხმარებლებს:

Be Seen By The Best Eyes-ის კამპანიაზე სარეკლამო სააგენტო MullenLowe U.S.-მა იმუშავა. 

მომენტალური სარგებელი „იდეა პანორამაში“ — შეთავაზებები, რომლებიც აუცილებლად უნდა იცოდეთ

„დედიკო“ – ეკომეგობრული სოციალური საწარმო, რომელიც მარტოხელა დედების მხარდასაჭერად შეიქმნა