Amazon-მა თავისი ხმოვანი ტექნიკის Alexa-ს გაუმჯობესებული ფუნქციების რეკლამირებისთვის, ემოციური ვიდეორგოლი შექმნა. პატარა მოწყობილობას, რომელსაც უამრავი ბრძანების შესრულება, საჭირო ინფორმაციის მოძიება, საინტერესო რჩევების მოცემა და სხვა დავალებებისთვის თავის გართმევა მარტივად შეუძლია, ახლა ვიდეოზარის განხორციელების ფუნქციაც დაემატა. Amazon-ის ვიდეორგოლით თუ ვიმსჯელებთ, სიახლე განსაკუთრებით სასიხარულო იმ ადამიანებისთვის უნდა იყოს, რომლებიც ოჯახის საყვარელი წევრებისგან შორს არიან და მათ მხოლოდ დღესასწაულებზე ხვდებიან, დანარჩენ დროს კი მოწყენილად მარტო ატარებენ.
https://www.youtube.com/watch?v=WMA4Rr9Tb-4












