17
Feb
2016

Beany B – შეიქმენი სადღესასწაულო განწყობა

17 Feb 2016

Startauperi
Startauperi


mariami„Beany B არის Bachelorette Party–ის (ე.წ. ძევიშნიკი) და Baby Shower-ის (წვეულება მომავალი დედებისთვის, ბავშვის დაბადების წინ)  აქსესუარებისა და დეკორაციების მაღაზია. ჩვენთან მომხმარებლებს შეუძლიათ შეიძინონ ყველა ის აქსესუარი, რაც მათ სადღესასწაულო განწყობას შეუქმნის. მაგალითად, ბანერები წარწერით: Bachelorette Party, ან baby shower-ისთვის: It’s a Boy, It’s a girl. „ლენტები“ მომავალი დედებისთვის და “პატარძლებისთვის”, თეფშები, ხელსახოცები, ბუშტები და კონკრეტულად თითოეული დღესასწაულისთვის დამახასიათებელი ატრიბუტები. Beany B-ის აქსესუარები, შესაძლოა, გამოიყენონ ნიშნობაზეც. ასევე ბავშვის „გამოყვანისას“, რომ მისი პირველი დღე სახლში ლამაზად გაფორმებული და უფრო მეტად ემოციური იყოს“ – ამბობს Bachelorette Party–ის ერთ-ერთი დამფუძნებელი მარიამ კანდელაკი.

M: როგორ გაჩნდა Beany B-ის იდეა?

მე და ჩემი მეგობრები ვსწავლობთ ESM-ში, სადაც ერთ-ერთ საგანში, „ბიზნესი მოქმედებაში“, გვქონდა დასაწერი ბიზნეს გეგმა რაიმე კრეატიულ იდეაზე. დაემთხვა, რომ იმ პერიოდში ჩემი მეგობარი გათხოვდა, რომელსაც ვუწყობდით bachelorette Party-ის.  დღესასწაულისთვის საქართველოში აქსესუარები ვერ ვიყიდეთ. იდეაც სწორედ აქედან წამოვიდა.  ბაზარზე საჭირო იყო ახალი პროდუქტი. თან, მაშინ მეორე კურსზე ვიყავით და შეიძლება ითქვას უბრალოდ ვცადეთ. პირველად ძალიან ცოტა აქსესუარი ჩამოვიტანეთ. თუმცა,  მოთხოვნა დიდი იყო, ხალხმა ძალიან სწრაფად აიტაცა და ამიტომ, მუდმივად განახლების პროცესში ვიყავით.

bach8M: დღეს როგორი სიტუაციაა? მოთხოვნა არის თქვენს აქსესუარებსა და დეკორაციებზე?

ჯერ მხოლოდ „ონლაინ“ ვყიდდით პროდუქციას. სექტემბრიდან „ვართ“ სავაჭრო ცენტრ „ჰოუმმარტში“, ჭავჭავაძეზე.  ყველაზე სასიამოვნო კი ის არის, რომ ახლა Bachelorette Party-ის უკვე აწყობს ყველა პატარძლის მეგობარი, როდესაც 2 წლის წინ ასე ნამდვილად არ იყო. მნიშვნელოვანია ისიც, რომ ეს წვეულება არის სეზონური, რადგან მარხვის პერიოდში  ჯვრისწერა არ ხდება, აქედან გამომდინარე, არც ქორწილია და “ძევიშნიკებიც”. რაც შეეხება, baby shower-ს, ეს ძალიან ცოტა ხანია რაც შემოვიტანეთ და გვინდა, რომ ზუსტად ისე დამკვიდრდეს, როგორც bachelorette party. ამ წვეულებაზე მეგობრები უკვე მომავალ დედას უწყობენ კარგ საღამოს, იმისთვის, რომ წინასწარ აჩუქონ პატარასთვის საჩუქრები, მშობიარობის წინა დღეები მეტად გაუხალისონ და განწყობა შეუქმნან მას.

IMG_3526M: რამდენად ხელმისაწვდომია მსურველებისთვის  თქვენი აქსესუარები და დეკორაციები?

საქართველოში არსებული სადღესასწაულო აქსესუარების მაღაზიებთან შედარებით, უფრო დაბალი ფასების შენარჩუნებას ვცდილობთ.  თუმცა, ძალიან რთულია, რადგან ყველაფერი ჩამოგვაქვს და დიდ ხარჯებთანაა დაკავშირებული. ძალიან გვინდა, ქართულ წარმოებაზე გადმოსვლა და თუ ეს გამოგვივა, ვიმედოვნებთ, ფასები საგრძნობლად შემცირდება. ზოგადად, ვერიდებით მაღალ ფასებს და არ გვსურს ბაზარზე Beany B ძვირიან ბრენდად ჩამოყალიბდეს. დღესასწაულზე განწყობის შექმნა ყველასათვის ხელმისაწვდომი უნდა იყოს.

M: რა არის საჭირო, რომ იდეა ჯერ პროექტად, შემდეგ კი მომგებიან ბიზნესად იქცეს

ჩემი აზრით, ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ მოტივაცია და ენთუზიაზმი არ დაიკარგოს. სანამ ჭავჭავაძეზე “გადმოვიდოდით”, ყველაფერს თვითონ ვაკეთებდით, გავარემონტეთ მაღაზია, შევღებეთ. ვიყავით გამყიდველები, ბუღალტრები, რაც ძალიან რთული იყო, სწავლის პარალელურად. თან იმ დროისთვის ვფიქრობდით სამომავლო გეგმების განხორციელებაზე ანუ მაღაზიის უკეთეს ადგილას გახსნაზე, შესაბამისად ხდებოდა შემოსული თანხის რეინვესტირება. ამის მიუხედავად, მოტივაცია არ დაგვიკარგავს და პირიქით, სასურველი შედეგის მისაღწევად უფრო მეტი შემართებით ვეკიდებოდით საქმეს. თან ბიზნესთან ერთად ჩვენც ვვითარდებოდით. ვსწავლობდით, როგორც პრაქტიკიდან, ასევე, თეორიული ლექციებით, თეორიული ცოდნის გარეშე რთულია დაიწყო რამის განხორციელება.

IMG_3506M: სამომავლოდ რა გეგმები გაქვთ?

სამომავლოდ ძალიან გვინდა, რომ ჩვენი ნიშა შევინარჩუნოთ და ისეთი წვეულების აქსესუარები დავამატოთ მაღაზიაში, რომლებიც ჯერ საქართველოში პოპულარული არ არის და ჩვენ დავამკვიდროთ. საიდუმლოდ დავტოვებთ კონკრეტულად რაზეა საუბარი. უკვე დავამატეთ ორცხობილები და ვფიქრობთ, ამ კუთხით განვითარებას, ანუ ტორტების და “ქაფქეიქების” დამატებას.  როგორც უკვე აღვნიშნე, გვინდა ქართულ წარმოებაზე გადმოსვლა და ხელნაკეთი აქსესუარების დამატებაც. ჩვენი სურვილია, რომ ბინი ბი, როგორც სახელში მოვიაზრებთ, „მხიარული ბ“,  იყოს საერთო სივრცე, სადაც ყველაფერი იქნება,  რომ ყველა დღესასწაული იყოს უფრო ფერადი, პოზიტიური და კრეატიული.



განხილვა

6 Responses

  1. 15/11/2019

    … [Trackback]

    […] Read More on on that Topic: marketer.ge/beanyb-sheiqmeni-ganwkoba/ […]

  2. 15/11/2019

    … [Trackback]

    […] Read More to that Topic: marketer.ge/beanyb-sheiqmeni-ganwkoba/ […]

  3. 28/11/2019

    … [Trackback]

    […] Info to that Topic: marketer.ge/beanyb-sheiqmeni-ganwkoba/ […]

  4. 29/11/2019

    … [Trackback]

    […] Find More here to that Topic: marketer.ge/beanyb-sheiqmeni-ganwkoba/ […]

  5. 05/12/2019

    … [Trackback]

    […] Find More Info here to that Topic: marketer.ge/beanyb-sheiqmeni-ganwkoba/ […]

  6. 07/12/2019

    … [Trackback]

    […] Info on that Topic: marketer.ge/beanyb-sheiqmeni-ganwkoba/ […]