წვერი 2015 წლის მეინსტრიმად იქცა. ჰიპსტერები, მეტროსექსუალები და ყველამ, ვისაც ფიზიონომია შესაძლებლობას აძლევს წვერის ტარება დაიწყეს.
ბრიტანელმა კრეატორებმა გადაწყვიტეს, რომ წვერი უქმად არ უნდა დაიკარგოს და საქველმოქმედო კამპანიის ახალ წყაროდ აქციეს. წვერის გასაფორმებლად საახალწლო სათამაშოების მინიატურული ვარიანტი გამოუშვეს. წვერის მოსართავი, რომელიც სააგენტო “Grey”-მ გამოუშვა 7 ფუნტად მხოლოდ ინგლისში და მხოლოდ საქველმოქმდო აქციის ფარგლებში გაიყიდება.
ბრიტანელი კაცებისთვის წვერთან ურთიერთობა კულტად იქცა. კვლევის შედეგად 2014 წელს 18-40 წლამდე ყველა მამაკაცი წვერს (ერთხელ მაინც) ატარებდა. სათამაშოების იდეაც უკვე რეალიზებული წვერ-სართავების ფონზე გადაწყდა.