in

როგორ დავძლიოთ „იანვრის უმოქმედობა“ სამსახურში? — 3 მეთოდი

საახალწლო პეროიოდის შემდეგ ჩვეულ საქმიანობასთან დაბრუნება ნამდვილი გამოწვევაა, რადგან შესვენება ერთგვარი რუტინის დარღვევაა. ამას ემატება ემოციური და ფინანსური ზეწოლა, რაც ცხოვრებას ართულებს.

pasha-statiebi
pasha-statiebi

სტატიაში კი სამი მარტივი სტრატეგიაა წარმოდგენილი, რომლებიც იანვრის თვეში სამსახურში უფრო პოზიტიური განწყობის შენარჩუნებაში დაგეხმარებათ.

1. მიმართეთ თერაპიას

თერაპევტთან საუბარი შესანიშნავი საშუალებაა დამშვიდებისა და ე. წ. „იანვრის უმოქმედობის“ მოსაშორებლად. ის დაგეხმარებათ, ღიად და გულწრფელად ისაუბროთ საკუთარი ემოციების შესახებ — როგორც ნეგატიურ და დამღლელ, ისე დადებითზე. თერაპევტი სწორედ იმ სივრცეს ქმნის, რომელიც ადამიანს სჭირდება აზრების გამოსახატად, სანაცვლოდ ყოველგვარი განსჯის მიღების გარეშე. მისი დახმარებით მიღებული გადაწყვეტილებები კი მენტალური ჯანმრთელობის გაუმჯობესებაში დაგეხმარებათ.

2. ამოძრავეთ სხეული

თუ ახლა იმაზე ფიქრობთ, როგორ გეზიზღებათ ვარჯიში, კარგად დაფიქრდით: ვარჯიში გირჩევნიათ თუ იანვრის თვეში ენერგიის ნაკლებობა? არაერთი კვლევა ამტკიცებს, რომ რეგულარულ, მსუბუქ აერობულ ვარჯიშსაც კი შეუძლია სტრესის შემცირება — მათ შორის უბრალო სეირნობასაც. თანაც, ინგლისში ჩატარებული გამოკითხვის ფარგლებში, ზრდასრულთა 53%-მა აღნიშნა, რომ მსუბუქი და ზომიერი ვარჯიში ძლიერი ემოციური სტრესის დაძლევაში ეხმარებათ.

უბრალოდ, აქ ერთი პრობლემაა: სტრესის მომატებული დონე ხელს გვიშლის გარეთ გასვლასა და ვარჯიშში. ამიტომაც, შეგიძლიათ, სახლში მოიწყოთ თქვენზე მორგებული, კომფორტული სივრცე, რომელიც ფიზიკური აქტივობის სურვილს გაგიჩენთ. ამასთან, YouTube-ზე პროფესიონალი ტრენერების მიერ ჩაწერილი უამრავი ვიდეოს ნახვა შეგიძლიათ.

3. აიღეთ შვებულება

იანვარი ერთ-ერთი საუკეთესო პერიოდია შვებულების ასაღებად, რადგან სადღესასწაულო განწყობიდან ჯერ კიდევ ბევრი კომპანია არ არის გამოსული და საქმეც ცოტაა. შესაბამისად, შეგიძლიათ, დანაშაულის გრძნობის გარეშე, თითქოს სამსახურს ძალისხმევას აკლებთ, ნანატრი დასვენება მიიღოთ და გერთოთ ისე, როგორც გინდათ. თანაც, თუ რაიმეს დიდი ხნის მანძილზე გეგმავდით, ე. წ. „პოზიტიური მოლოდინი“ გექნებათ — როცა რაღაცას მოუთმენლად ელოდებით და ჯილდოს მიღების გრძნობა გეუფლებათ.

იანვარი ცუდია, მაგრამ შეგვიძლია გამოვასწოროთ

არ აქვს მნიშვნელობა, ზემოთ ჩამოთვლილი სტრატეგიებიდან რომელს გამოიყენებთ, მთავარია, თქვენზე მორგებული ვარიანტი შეარჩიოთ და თავი უკეთ იგრძნოთ. აქვე ისიც გაითვალისწინეთ, რომ იანვრის უმოქმედობის დამარცხების მრავალი სხვა გზა არსებობს; ეს საკმაოდ დამამშვიდებელია, არა? ბოლოს და ბოლოს, უამრავი პრობლემა გავიარეთ — მაგალითად, კორონავირუსის პანდემია და მასთან დაკავშირებული ფუნდამენტური ცვლილებები.



Klean Kanteen – ბრენდი, რომელმაც პლასტმასას ბოთლები დაგვავიწყა

რატომ უნდა ისაუბრონ ლიდერებმა თავიანთ ნაკლზე?