ბრიტანულმა კომპანია “SuperFi”-მ წარმოიდგინა თუ როგორი იქნებოდა Beatles-ების ალბომები მათ რომ “Apple” უშვებდეს.
Beatles-ების მეორე სტუდიურ ალბომზე ჯგუფის წევრების ადგილზე სტივ ჯობსის, ვოზნიაკის, ესპინოზას და სკოტის გამოსახულება რომ ყოფილიყო. სახელგანთქმულ Abbey Road 1969 ალბომის გარეკანზე Ipod ან iPhone ის ყურსასმენიანი ადამიანები ყოფილიყვნენ. ეს იდეა SuperFi-ს უბრალოდ არ მოსვლია. ყველაფრის მიზეზი ერთი ცნობილი ისტორიაა…
1968წელს Beatles-ებმა ხმის ჩამწერი ლეიბლი Apple Records აფუძნებს. ლეიბლის ლოგო მწვანე ვაშლი იყო. ამჟამად ლეიბლი ახალ ალბომებს აღარ უშვებს, სამაგიეროდ Beatles ყველა ახალ დისკს და ვინილს რაც ამ დრომდე გამოდის Apple Records-ის ლოგო ადევს.
Apple Records-მა არაერთხელ უჩივლა Apple-ს. მიზეზი ყველასთვის გასაგებია. ყველა ჩივილი ერთი და იგივე შედეგით მთავრდებოდა, კომპანიები სასამართლოს გარეშე რიგდებოდნენ.