რთულია ისეთი სამყაროს წარმოდგენა, რომელშიც მუსიკოსი ადამიანებს სიმღერის გამორთვას სთხოვს, მაგრამ ეს ზუსტად ის სცენარია, რომელსაც Beats By Dre-ში გვაცნობენ. აქ რეპერ ლილ უეინს ნახავთ, ძალიან შეწუხებულს თავისივე A Milli-ს მუსიკით, რომელიც მეზობლებისგან გამოდის. არადა, მეზობლები კალათბურთის ლეგენდა ლებრონ ჯეიმსი და მისი ცოლი სავანა არიან… ზუსტად ის სცენარია, რომელიც ბინის მაცხოვრებლებს ბევრჯერ გამოუცდიათ, აი მეზობელი რომ მაღალ ხმაზე უსმენს მუსიკას და თქვენ რომ დაძინება გინდათ…
ამბობენ, რომ აქ იუმორი და ცნობილი ადამიანების ხიბლი ჭკვიანურადაა დაბალანსებული. თუმცა რამდენად ასეა, ეს მოდით, თავად განსაჯეთ: